RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ოპოზიცია კონფიგურაციას იცვლის

21.06.2010  |  09:44

6182.jpegსაქართველოში ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ოპოზიციურმა ბლოკებმა სულ რაღაც ორი კვირა გაძლეს. გუშინ დაშლის შესახებ განცხადება გააკეთა „ალიანსმა", დღეს კი - „ეროვნულმა საბჭომ". თუმცა, მმართველი პარტიის ოპნენტები არ კარგავენ დროს და მათ უკვე წამოიწყეს მოლაპარაკებები, ახალი კონფიგურაციით გაერთიანების შესახებ.

მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ კონსოლიდირების, ახალი მცდელობა აქვს ქართულ ოპოზიციას. ამჯერად, გაერთიანების ცენტრად ირაკლი ოქრუაშვილი იქცა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელმაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო ავსტრიაში. ოფიციალურად მას კორუფციის ბრალდებით დევნიან, თუმცა ის ხელისუფლებისათვის სახიფათო, იმ მხილებების გამოა, რომელთა მიხედვითაც საქართველოს მთავრობა სამხრეთ ოსეთის ომისთვის გაცილებით უფრო ადრე ემზადებოდა, ვიდრე 2008-წელს.

ოქრუაშვილის მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის" არ მონაწილეობდა მერებისა და ადგილობრივი საკრებულოს არჩევნებში. თავად ლიდერი ოპოზიციის საპროტესრტო აქციების დროს არერთხელ იმუქრებოდა ჩამოსვლით. მას დიდი გავლენა აქვს ქართულ საზოგადოებაზე და ის შეძლებდა ახალ რევოლუციას ჩასდგომოდა სათავეში. თუმცა კი, აქამდე მის ტრიუმფისთვის საჭირო მომენტი ვერ გამოინახა.

გუშინ მიუნხენში, ოქრუაშვილთან კონსულტაციები ჩაატრეს „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" თავკაცმა ზურაბ ნოღაიდელმა, მოძრაობა „დაიცავი საქ ართველოს" ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ და საქართველოს ექს-ელჩმა რუსეთში ეროსი კიწმარიშვილმა. უკანასკნელი, ამჟამად ოპოზიციურ ტელეარხ „მაესტეროს" ხელმძღვანელობს. მას უკვე აქვს წარსულში საინფორმაციო რესურსის მართვის წარმატებული გამოცდილება, რომელიც საკმაოდ დახემარა ამჟამინდელ ხელისუფლებვას ქვეყანაში მთავრობის შეცვლის საქმეში. მისი ხელმძღვანელობისას „რუსთავი-2"-მა „ვარდების რევოლუციის" დღეებში, ოლიმპის მწვერვალზე აიყვანა მიხეილ სააკაშვილი. ახლა „მასეტროსაც" გაუჩნდა ამგვარი შანსი: საკაბელო ტელერხი ახლახანს გადავიდა თანამგზავრულ მაუწყებლობაზე.

ამასთან ერთად, პრეზიდენტის პოსტზე, ოპოზიციისგან სავარაუდო კანდიდატურის დასახელებას ალბათ ახლა, ვერავინ ვერ გარისკავს. გასული წლის გაზაფხულზე პოტენციურ კანდიდატად გაეროში ექს-მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ალასანია ითვლებოდა. თუმცა ამ საარჩევნო კომპანიის დროს, მან საკუთარი თავი მერყევ პოლიტიკოსად წარმოაჩინა. მისი პარტია "ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები" ვერა და ვერ გარდაიქმნა სერიზულ ძალად, ხოლო „ალიანსი საქართველოსთვის" რომლეშიც ის შევიდა, სხვა პოლიტიკურ ბლოკთან - „ზურაბ ნოღაიდელის „ეროვნულ საბჭოსთან" ვერ შეძლო გაერთიანება.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100