RSS
на русском en in english
22.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დამოუკიდებლობის დესტაბილიზაცია

21.06.2010  |  14:17

6185.jpegაფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე სტაბილურობა, როგორც ჩანს, არ შედის საქართველოს ხელისუფლების გეგმებში. რეგიონში უსაფრთხოებას ხომ საერთაშორისო საზოგადოება აღარ უზრუნველყოფს, ახალი რესპუბლიკები კი დამოუკიდებლობას იმყარებენ. ქართული სპეცსამსახურები დივერსიის გზით ცდილობენ სიტუაციის დესტაბილიზაციას, აცხადებენ ცხინვალსა და აფხაზეთში.

საკმარისი იყო სოფელ დისეუში სასაზღვრე პოსტის მოხსნა, რომ ქართული აგრესიის საფრთხემ კვლავ იჩინა თავი. ანატოლი კისიევის სახლში შეიჭრნენ შეიარაღებული ადამიანები, რომლებიც სავარაუდოდ ქართველი პოლიციელები იყვნენ. მამაკაცი დახვრიტეს, მას შემდეგ, რაც მან სახლიდან გასვლაზე უარი თქვა. სმი ჭრილობით კისივეი მიიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მისი 15 წლის ვაჟი რობერტი სცემეს მას შემდეგ, რაც მამამისს გაუსწორდნენ.

ქართული მხრიდან ვითარების დესტაილიზაციის კიდევ ერთი მხდელობით აღშფოთებულია სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ის საერთაშორისო საზოგადოებას ახსენებს, რომ ქართული მხარე არ აწერს ხელს ძალის გამოუყენებლობოს დოკუმენტს და არ აპირებს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ურთიერთობების მშვიდობიანი გზით მოგვარებას.

სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე ყურადღება მიაქცევინა ევროკავშირის დამკვირვებლებს მათი უფლებამოსილების ზონაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ.

ანატოლი კისიევის მდგომარეობა სტაბილურია, მიუხედავად გამჭოლი ჭრილობებისა, ამტკიცებენ ექიმები. ის თავას ყვება, რომ მას 4 შეიარაღებული ქართველი ესროდა. "ქართული საუბრის გაგებისას სახლში შევედი. ისინი ქართულად მიყვიროდნენ, რომ გავსულიყავი. მე მეორე სართულზე დავიმალე. ისინი მე მესროდნენ და სამ ადგილას მომაყენე ჭრილობა",- მოყვა დაზარალებულმა.

სამხრეთ ოსეთის შსს ინციდენტს იძიებს.

საქართველოში დუმან და არ უკეთებენ კომენტარს სოფელში მომხდარ ინციდენტს. როგორც პოლიტოლოგი აბატოლი ჩეხოევი ვარაუდობს, თბილისში არავინ დაიწყებს დამნაშავეების ძებნას. უკიდურეს შემთხვევაში, ყველაფერს ბანდიტებს დააბრალებენ. თუმცა, მისი აზრით, დესტაბილიზაციით საქართველოს მთელი მოსახლეობა არის დაინტერესებული.

"31 მაისის არჩევნებზე საქართველოშო ყველა საუბრობდა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა არ განიხილება. წელს ეს ქმედებები გარკვეულ ხასიათს მიიღებს. დღითი-დღე რაღაც მოხდება. საქართველოში არავინ დაუწყებს დამნაშავეების ძებნას. ყველაფერს არაფორმალურ ორგანიზაციებს გადააბრალებენ. თლიანობაში ეს ვითარებას ამწვავებს და საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას მოიპოვებს. აგიტაცია განუწყვეტლივ მიმდინარეობს",- განაცხადა ჩეხოვმა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100