RSS
на русском en in english
27.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სიკვდილის დაფინანსების ცინიკური არითმეტიკა

22.06.2010  |  10:44

6190.jpegყირგიზეთის მთავრობა ხელოვნურად ხომ არ აბუქებს, არეულობის მსხვერპლთა რიცხვს? ასეთი შეკითხვა დაებადათ ჩემს ქართველ კოლეგებს, როზა ოტუნბაევას გუშინდლი განცხადების მოსმენის შემდეგ. მათი თქმით, შესაძლოა ის მკვდარ სულებზე აპირებს ფულის შოვნას. ანუ კრემლისათვის ჩევეული არითმეტიკით დაკავდა და გარდაცვლილთა რეალურ რაოდენობას, ისევე აჭარბებს, როგორც ეს ცხინვალში მოხდა. მაგრამ, ამ შემთხვევაში - შემხვედრი კითხვა იბადება. შესაძლოა, უმჯობესი იყოს იმის გახსენება თუ ვინ იშოვნა ფული სამხრეთ ოსეთის ომზე და სწორედ ამგვარად გაადაარჩინა საქართველოს ეკონომიკა კოლაფსს?

ყირგიზეთის სამხრეთში გარდაცვლილებს ასაფლავებენ, უზბეკ და ყირგიზ მძევლებს ცვლიან, არმიამ კი, ამ დრომდე ვერ შეძლო წესრიგის დამყარება. გრძელდება ბოევიკების და სნაიპერების თვითნებობა. ახალი ხელისუფლების მტკიცებით, უზბეკ მოსახლეობაზე შეიარაღებული ბანდიტური დაჯგუფებების თავდასხმა, სახელმწიფო გადატრილებით გადაყენებული ყურმანებკ ბაკიევის მომხრეების მიერ იქნა პროვოცირებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, უკანასკნელი თვის განმავლობაში დაახლოებით 300 ადამიანი გაიქცა ყირგიზეთიდან უზბეკეთში და არეულობებისას 700 ათასი ამა თუ იმ სახით დაზარალდა. ეს ციფრები დღეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სასწრაფო დამხარების გაწევის დეპარტამენტის კოორდინატორმა ჯუზეპე ანუზიატამ დაასახელა.

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ თუ კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებები ჭეშმარიტებას შეესაბამება, ამ შემთხვევაში ყირგიზეთში განვითარებული მოვლენები, 90-იან წლებში ტაჯიკეთში სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, რეგიონში ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფაა.

გუშინ, ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა როზა ოტუნბაევამ, ქვეყნის სამხრეთში განვითარებული ერთ კვირიანი ანარქიის მსხვერპლთა ოფიციალური მონაცემები გაახმოვანა: 191 დაღუპული, 2000-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება და მათგან 957-ია ჰოსპიტალიზირებული.

ოტუნბაევამ აღნიშნა, რომ შესაძლოა ეს ციფრები ათჯერ უფრო მეტი იყოს. „სოფლებში და რაიონებში ძალიან ბევრი დაღუპული იყო, ჩვენი ადათის მიხედვით, მათ იმ დღესვე, მზის ჩასვლამდე ასაფლავებენ".- განუმარტა მან გაზეთ „კომერსანტს".

ამ შენიშვნამ, ქართველი პროპაგანდისტების ქილიკი და ეჭვი გამოიწვია: ოტუნბაევა აბუქებს ტრაგედიის მასშტაბებს, რათა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან რაც შეიძლება მეტი დახმარება მიიღოს. ეს, შორსმჭვრეტელი თბილისელი კომენტატორების შეხედულებით, ძალიან ჰგავს კრემლის არითმეტიკას. ცხინვალის ომის დროს, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამაც - დევნილებთან და უგზოუკვლოდ დაკარგულებთან დაკავშირებით შექმნილი გაურკვეველი სიტუაციით ისარგებლა და აცხადებდა, რომ დაახლოებით ათასხუთასი ან ორიათასი ადამიანი დაიღუპა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100