RSS
на русском en in english
24.08.2017
არხივი სტატიები
სტატიები

გადაარჩინეთ ჩვენი დუშეთი და ყაზბეგი!

22.06.2010  |  12:42

6191.jpegქართველ საზოგადო მოღვაწეებს, ყაზბეგის რაიონის დაკარგვის პერსპექტივა აშინებთ, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს ესაზღვრება და დუშეთის რაიონის ბუფერული ზონის სტატუსზე გადაყვანაც. ქვეყნის ანექსიისგან დაცვას, ღია წერილის ავტორები საკუთარ ხელისუფლებას კი არ სთხოვენ, რომლისადმი ნდობაც დიდი ხანია უკვე დაკარგეს, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებს. უფრო იოლი ხომ არ იქნებოდა თბილისში ანტირუსული ხელისუფლების შეცვლა, რათა ყაზბეგის რაიონში წარმოქმნილი დაძაბულობის საკითხი, თავისთავად მოხსნილიყო დღის წესრიგიდან?

ანექსიის შესახებ ღია წერილი, ყაზბეგის რაიონის თემის ლიდერებმა და საქართველოს ეროვნული პარტიების ალიანსმა - გაეროს, ეუთოს და ასევე „მოსფლიოს ხალხებსა და სახელმწიფოებს" გაუგზავნეს. მისი ტექსტი, მიხეილ სააკაშვილის მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილმა რუსულმა გამოცემა „სვობოდნაია გრუზიამ" გამოაქვეყნა.

შესანიშნავად ესმით რა, რომ თრუსოს ხეობის ოსებით დასახლებული რამოდენიმე კილომეტრის სახელმწიფოებრივი კუთვნილება, მსოფლიოს არ ააღელვებს, გზავნილი ჰოლივუდური მითოლოგიის სტილში გაცილებით უფრო დიდ საფრთხეზე მინიშნებით იწყება, რუსეთის აგრესიულობის შესახებ.

მოსკოვს, აღნიშნავენ წერილის ავტორები, აშშ-ს განდევნა სურს კავკასიიდან და ამ ტერიტორიის „რუსეთის, თურქეთისა და ირანის საერთო პასუხისმგებლობის ზონად" გადაქცევა. „ამ გეგმის გამჭოლი მიზანი - დასავლეთისთვის ცენტრალურ აზიაში მიმავალი გზის ყრუდ ჩაკეტვაა, გეოსტრატეგიული ჩანაფიქრი, ვიმედოვნებთ რომ სრულიად ნათელია".- ხაზგასმითაა ნათქვამია წერილში.

რუსეთის მუხანათური გეგმის რეალიზაცია, უახლოეს მომავალში ყაზბეგის რაიონის საქართველოსთვის ჩამოცილებას და საქართველოს დუშეთის რაიონის ბუფერულ ზონად გადაყვანას გულისხმობს, მინიშნებას აკეთებენ საქართველოს ნარჩენი ერთიანობის ქომაგები. მათი თქმით სცენარი, სამხრეთ ოსეთის მოვლენების მსგავსად განვითარდება: რუსეთი საკუთარ თავზე აიღებს თანამემამულეების - ამ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების მიე შევიწროვებული ოსების დაცვას. წერილის ავტორები, ადგილობრივი მოსახლეობის ყველა პრობლემას რუსული სპეცსამსახურების აქტიურობას მიაწერენ, თითქოს უკმაყოფილებისთვის ობიექტური მიზეზები არც არსებობდეს.

მაგრამ, ეს სულაც არ არის ასე. GeorgiaTimes-ი უკვე წერდა, რომ ყაზბეგის რაიონში პრობლემები, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაფუჭების შემდეგ დაიწყო. გეოგრაფიულად რაიონულ ცენტრში - სტეფანწმინდაში (ყოფილი ყაზბეგი)- ჩრდილო ოსეთიდან უფრო იოლია მოხვედრა, ვიდრე თბილისიდან. ამიტომაც, პროდუქტების და აუცილებელი ნივთების საყიდლად, სასწავლებლად და სამუშაოდ ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად ვლადიკავკაზში მიდიოდა. 2006 წელს „ზემო ლარსის" საკონტროლო გამშვები პუნქტის დახურვამ, ნათესაური კავშირების გაწყვეტა გამოიწვია ყაზბეგის რაიონის ოსებსა და საზღვარს იქით მცხოვრებ ოსებს შორის. ოჯახების შეხვედრა-გაერთიანების წინადადებით გამოვიდა, ჩრდილო ოსეთში შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა „დარიალი".

1
 2 3 4
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100