RSS
на русском en in english
22.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პოეტების თავშესაფარი

24.06.2010  |  10:25

6209.jpegჩაივლიან საუკუნეები, შეიცვლებიან ხელისუფელები, პოეზია კი, რომელმაც უხილავი ძაფებით მჭიდროდ დააკავშირა რუსეთი და საქართველო დარჩება. ამაში ღრმად არიან დარწმუნებულნი, ცეცხლოოვანი კოლხიდის მიწაზე მიმდინარე რუსულ-ქართული ფესტივალის მონაწილეები. რუსულენოვანი პოეტების, რიგით მეოთხე ფორუმს, სრულიად გასაგები დევიზი-სახელწოდება აქვს:"პოეზიის სამყარო - და სამყარო ომის გარეშე".

ყოველივე იმის შემდეგ, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში რუსეთსა და საქართველოს შორის მოხდა, თავად ამგვარი ფესტივალი ჩატარების ფაქტიც შეიძლება გასაოცრად მოგვეჩვენოს. ქართველი ავტორები ამ ბოლო დროს ხშირად წერენ და მსჯელობენ რუს- მონებზე, რუს - ოკუპანტებზე, რუს- აგრესორებზე. როგორღაც თბილისში ავიწყდებათ, რომ ყოველივე ამის გარდა რუსები - ერთმორწმუნე მოძმე ერია, რომლებმაც როდესღაც საქართველო სპარსების შემოსევისგან იხსნეს, რომ რუსები - ფარაჯანოვის, შენგელაიას და დანელიას საუკეთესო, ყველაზე მადლიერი მაყურებელია, რომ რუსები - ქართული პოეზიის საუკეთესო მთარგმნელები და მოტრფიალენი არიან და სორწე მათი დამსახურებით გაიცნო პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე მსოფლიომ.

რა გაბედული უნდა იყო, რომ საქართველოში ხელი მოჰკიდო ამ ღონისძიების ორგანიზებას ან მოწვევა მიიღო რუსულ ქართულ ფესტივალზე, თუ კი ყველა ხელოვანი ადამიანი, ვინც კი სათუთი დამოკიდებულება შეინარჩუნა რუსული კულტურის და რუსი თაყვანისმცემლების მიმართ - მოღალატეებად იქნენ გამოცხადებული ან უბრალოდ ჩუმად გაათავისუფლეს თანამდებობებიდან. სულ ახლახანს სწორედ ასე ჩუმად და უხმოდ „გაუშვეს" თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი.

მაგრამ, რადგანაც საქართველოში გამოიძებნენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან კულტურული ხიდების აღსადგენად და რომლებიც გულწრფელად განიცდიან იმას, რომ დაკარგეს რუსი მკითხველი, ესეიგი ამ ორი ერის ურთიერთობებში, არც თუ ისე ცუდადაა ყველაფერი. წელს თბილისში, საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსკი კლუბი" დაარსდა, რომელიც ნიკოლაი სვეტნიცკის ხელმძღვანელობით მოღვაწეობს და უნგრეთში კი, რუსულენოვანი მწერლების საერთაშორისო ფედერაცია გახსნეს.

სიმართლე რომ ითქვას, სწორედ სულიერი კავშირები აღიზიანებს განსაკუთრებულად, საქართველოს ხელისუფლებას. არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტმა", რომელიც დასავლური გრანტების დახმარებით ახალი საქართველოს იდეოლოგიას შეიმუშავებს - უკვე არაერთი აქცია ჩაატარა საქართველოს პატრიარქის ავტორიტეტის დისკრედიტირების მიზნით. გასული წლის შემოდგომაზე ინტერენეტში გავრცელებული ვიდეო-რგოლების საშუალებით, ისინი შეეცადნენ ილია მეორე რუსეთის ჯაშუშად წარმოეჩინათ. ამ გაზაფხულს, ეკლესიის ჩათრევა უფლის შეურაცხმყოფელი და მკრეხელური წიგნის „საიდულო სირობის" გარშემო ატეხილ სკანდალში სცადეს. ილია მეორეს არ შეეძლო საკუთარი განრისხება არ გამოეხატა, ამასთან დაკავშირებით და რელიგიის საკითხებთან მიმართებაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის წინადადებაც კი დააყენა, - სწორედ ეს გახლდათ პროვოკაციის ავტორთა მიზანიც.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100