RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

თბილისმა შეხვედრის ახალი პირობები მოიგონა

30.10.2008  |  14:06

თბილისში მიხვდნენ, რომ მათ მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებზე ნათქვამმა უარმა უხერხულობა შექმნა და გარკვეული პირობების სანაცვლოდ დიალოგის გამართვას დათანხმდნენ. აღნიშნული პირობები მიუღებელია აფხაზეთისა და ოსეთისათვის. „საქართველოს ხელისუფლება მზადაა გამართოს არაოფიციალური მოლაპარაკება სოხუმთან და ცხინვალთან, ოღონდ გარკვეული პირობით. საქართველო შეხვდება დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, იმ შემთხვევაში, თუ ამ შეხვედრას რეგიონების ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრებიან"- განაცხადა 28 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ. „ლეგიტიმურ მთავრობაში" ბოკერია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „ალტერნატიულ მთავრობას" გულისხმობდა. ბოკერიას თქმით, საქართველო აღიარებს ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენელთა მონაწილეობას მოლაპარაკებებში. ქართული მხარე არ აპირებს 18 ნოემბერს ჟენევაში- ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე დაგეგმილი მოლაპარაკებების ჩაშლას და არ მოითხოვს ღონისძიების ფორმატის შეცვლას. როგორც ცნობილია, აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ პირველად ქართულ-რუსული მოლაპარაკება ჟენევაში 15 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ შეხვედრა ჩაიშალა. მოხერხდა მხოლოდ ორი პლენარული სესია-დისკუსიის გამართვა, ოღონდ პირველ მათგანზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები არ იყვნენ მიწვეულნი, სწორედ ამის გამო რუსულმა დელეგაციამ, რომელსაც წინასწარი პოზიცია ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით უარი განაცხადა მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე. აღსანიშნავია, რომ მეორე სესია ითვალისწინებდა ყველა დაინტერესებული მხარის მოლაპარაკების პროცესში ჩართვას. მასში მონაწილეობა უნდა მიეღოთ, ეუთოს, ნატოს, ევროსაბჭოს, სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის, რუსეთის, საქართველოს და აშშ-ს წარმომადგენლებს, მაგრამ ქართულმა დელეგაციამ უარი განაცხადა. საქართველო და რუსეთი ერთმანეთს აბრალებენ მოლაპარაკებების ჩაშლას. თბილისში შიშობენ, რომ თუ „ალტერნატიული მთავრობა" ანუ სანაკოევი მოლაპარაკებებს არ დაესწრება, ეს ფაქტი აღიქმება როგორც „პროექტ სანაკოევის" ჩაშლა, ამ პროექტში უამრავი დრო და ფული ჩაიდო. ქართული მხარის მოთხოვნით მოლაპარაკებები შემდეგ ჭრილში უნდა გაიმართოს: ჩვენ ვხედავთ დიალოგს რუსეთთან, ხოლო კოკოითი სანაკოევს უნდა დაელაპარაკოს. ამგვარად, საქართველოს ხელისუფლება დესტრუქციული ხაზის გატარებით ცდილობს სანაკოევის პროცესში ჩართვას. დასკვნა მხოლოდ ერთია: ისინი სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ედუარ კოკოითის სტატუსის დაკნინებას ცდილობენ.

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100