RSS
на русском en in english
24.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სოხუმთან კავშირი დაკარგულია?

24.06.2010  |  12:10

6212.jpegროდესაც ჩვენმა თბილისელმა კოლეგებმა სოხუმში დარეკვა ვერ მოახერხეს, ცივმა ოფლმა დაასხათ: არ მუშაობს ქართული სატელეფონო კოდები. დასკვნაც მაშინვე გამოიტანეს: რუსეთმა ოფიციალურად მიიერთა აფხაზეთი. ეს ამბავი რომ გადახარშეს ქართველმა ჟუნრალისტებმა გადაწყვიტეს ეს მოვლენა აფხაზებისთვის ემცნოთ. ისინი კი ისევე პასუხობდნენ ქართულ კოდებზე, როგორც ადრე.

რას აკეთებს ჩვეულებრივ ადამიანი, როდესაც ვერ ახერხებს ნაცნობ ნომერზე დარეკვას? ცდილობს მოსინჯოს მსგავსი ნომრები, ან მიზეზეი ქსელის დაზიანებაში ეძებოს. მაგრამ ასე მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანები იქცევიან და არა გამჭრიახი ქართველი ჟურნალისტები, რომლებსაც თუ გინდა ნუ აჭმევ, ოღონდ დააწერინე რამე აფხაზეთის ოკუპაციის შესახებ.

როგორც კი საქართველოდან სოხუმში დასარეკი კოდი 8-122 არ ამუშავდა, თბილისური საინფორმაციო სამსახური "ჩვენი აფხაზეთი" ორიგინალური ინფორმაციით აივსო: "აფხაზეთი ოფიციალურად მიაერთეს რუსეთს". თანაც, ახალგაზრდა რესპუბლიკის წარმომადგენლებს ეს ამბავი თურმე გამოპარვიათ.

ლენინის თანახმად, ქვეყნის აღება ტელეგრაფით, ფოსტით და ხიდებით უნდა დაიწყოთ, გვახსენებენ მისი შთამომავლები. თუკი რუსეთმა აფხაზეთს ახალი სატელეფონო კოდები მიანიჭა, ესეიგი ქვეყნის ოკუპირება მოახდინა.

ალბათ, რუსეთმა, ყაზახეთის ოკუპირებაც მოახდინა ხომ? ეს ქვეყანა ხომ საერთაშორისო კოდ +7-ს იყენებს, ისეთივეს როგორსაც რუსეთი და სენსაციის ავტორის ლოგიკის თანახმად, ასტანის არის ძჩრდილოეთის ხელისუფლების "იმპერიული მისწრაფებების" მსხვერპლი.

თუმცა, "ბედნიერი შვიდიანი" მოსკოვმა აფხაზეთს ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე აჩუქა. მას შემდეგ იქ დარეკვა შეიძლება ქართული ნომრით 995 და რუსეთიდან 840-ით ქალაქის ტელეფონებიდან და 940-ით მობილურებიდან.

არანაირი სიახლე ამ ნახევარი წლის განმავლობაში აღარ განხორციელებულა, მოგვიყვა თემურ ფიფიამ, სოხუმის საქალაქო სატელეფონო კომპანიის ხელმძღვანელმა:

-არანაირი შეზღუდვები ჩვენთან არ მოქმედებს. როგორც აქამდე გვირეკავდნენ ქართველები, ისევე რეკავენ. არ ღირს ამისთვის ყურადღების მიქცევა.

-იყო თუ არა ართულ კოდზე კავშირის გაწყვეტის ბრძანება? თბილისში ამბობენ, რომ ამას მხოლოდ ტექნიკურმა მიზეზებმა შეუშალა ხელი.

-ჩვენ არასოდეს გვქონია მსგავსი მიზანი. ჩვენ იმის მომხრეები ვართ, რომ საერთოდ არ იყო არანაირი შეზღუდვა არც ინფორმაციის მიღებაზე და არც იმაზე, თუ როგორ გავრცელდება შემდეგ ეს ინფორმაცია. ჩვენ ყველანაირი კავშირის გაფართოვების მომხრეები ვართ. შეიძლება ითქვას, რომ ეს დეზინფორმაციაა.

-როგორ ფიქრობთ, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი აფხაზეთის დამოუკიდებლობას შეეხო, როდესაც მას მიანიჭა კოდი +7?

-ეს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა. ასეთი კოდით დსთ-ს სხვა ქვეყნებიც სარგებლობენ. ჩვენ კი ჩვენი მიზეზები გვქონდა მის მისაღებად.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100