RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

კიევი ისევ გაბრაზდა მოსკოვზე

30.10.2008  |  14:58

რუსეთი ყველანაირად ცდილობს, რუსეთ-საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტში უკრაინის ირიბად დადანაშაულებას. ამის შესახებ 29 ოქტომბერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეიარაღების კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ნიკონენკომ განაცხადა.

„ვფიქრობთ, რუსეთის წარმომადგენელთა კომენტარებში გაჟღერებული ცუდი განწყობა ერთ მიზანს ემსახურება, გაამართლოს თავისი აგრესია საქართველოს მიმართ და შექმნას სამხრეთ კავკასიაში თავისი პოლიტიკის მთავარი ოპონენტის ხატება. ამასთან, სამიზნედ არჩეულია არა ძლიერი და დიდი აშშ. ევროსაბჭო და ნატო, არამედ მეგობრულად განწყობილი უკრაინა"- განაცხადა დიპლომატმა. ნიკონენკოს გამოსვლას წინ უძღვოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის გამოსვლა, სადაც იგი აღნიშნავს, რომ არსებობს მთელი რიგი ოფიციალური დოკუმენტები იარაღის შესყიდვის დარეგულირებაზე და ამ დოკუმენტებს უკრაინა აწერს ხელს.

„ეს გახლავთ 1993 წლის ეუთოს დოკუმენტი ჩვეულებრივი იარაღის გადაცემის დარეგულირებაზე, ასევე არსებობს ეუთოს დოკუმენტი მსუბუქი და სასროლი იარაღის თაობაზე. უკრაინის შემთხვევაში კი საუბარია მძიმე, შემტევ შეიარაღებაზე. კიევი არ უარყობს კონფლიქტამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოსთვის იარაღის გადაცემის ფაქტებს. ამ საკითხს ჩვენ ყველა საერთაშორისო ფორმატში ვსვამთ და ვწუხვართ, რომ უკრაინელი კოლეგები არ აღიარებენ თავიანთ დარღვევებს" - აცხადებს რიაბკოვი და აღნიშნავს, რომ უკრაინის საერთაშორისო სანქციებით დასჯა პრაქტიკულად შეუძლებელია. „სანქციები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრეროგატივაა, ყველა ჩვენი მცდელობა დაწესდეს ემბარგო, საქართველოსათვის იარაღის მიყიდვაზე, აგრესორის მფარველი ქვეყნების მიერ დაიბლოკა. შემდგომში რუსეთი უკრაინასთან თანამშრომლობისას ამ ფაქტს გაითვალისწინებს"-დასძენს დიპლომატი. უკრაინული პოლიტიკის „ნარინჯისფერი ფრთა" კიდევ ერთხელ აღშფოთდა. ნიკონენკოს განცხადებით, უკრაინა ყოველთვის ინარჩუნებს პოზიციას: „გარემოებების მიუხედავად მეგობრებზე უარს არ ვამბობთ" და „უკრაინამ რუსეთთან ურთიერთობაში მთელი რიგი საკითხები უნდა გაითვალისწინოს". მსგავსი ხასიათის განცხადებები კიევისათვის პირველი არ არის. წინათ მოსკოვს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანი ვასილი კირილიჩი ამხელდა: „უკრაინამ მიჰყიდა და კვლავაც მიჰყიდის შეიარაღებას საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას. ამასთან კანონიერი ხელისუფლებისათვის იარაღის მიწოდება არ შეიძლება შეადარო სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის გაღვივებას. სწორედ ამის დაფარვას ცდილობს თავის „ბრალდებებით" რუსეთი. შეიქმნა სიტუაცია, როცა რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს საქართველოში შეიარაღებულ კონფლიქტზე თავისი პასუხისმგებლობა მესამე ქვეყანას გადააბრალოს. როგორც ყოველთვის რუსეთი ამას უნიათოდ და პრიმიტიულად აკეთებს"-აცხადებს დიპლომატი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100