RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

შერეული საკონტროლო კომისია სამხრეთ ოსეთში აღარ არის

01.11.2008  |  15:01

29 ოქტომბერს სამხრეთ ოსეთში, ოფიციალურად გაუქმდა განსაკუთრებულ საქმეთა სამინისტრო. როგორც, შერეული საკონტროლო კომისიის სამხრეთ ოსეთის ნაწილის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების, ყოფილმა უფროსმა-ინალ პლიევმა ინტერნეტ-გამოცემა GeorgiaTimes -თან სატელეფონო საუბარში ამ უწყების ლიკვიდაციის მიზეზები განმარტა.

„სამინისტროს არსებობის საკანონმდებლო ბაზა აღარ არსებობს. გაჩნდა ახალი რეალობა-სამხრეთ ოსეთი სუვერენული სახელმწიფოა. ჩვენ ვწყვიტავთ ამ მიმართულებით მუშაობას" - ამბობს პლიევი.

პლიევის განცხადებით, ეს იყო სამოქალაქო და არა ძალოვანი უწყება, რომელიც უზრუნველყოფდა სამხრეთ ოსეთის შერეული საკონტროლო კომისიის მუშაობას და რომელიც წყვეტდა ლტოლვილთა საკითხებს. სამინისტროს გაუქმება შედეგია აგვისტოს ომის შემდგომ, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის- ედუარდ კოკოითის ბრძანებულებისა: რესპუბლიკის მთავრობის დათხოვნის შესახებ. და ეს ლტოლვილებთან მუშაობაზე გავლენას არ იქონიებს.

პლიევმა გამოხატა თავისი აღშფოთება ქართველი მშვიდობისმყოფელების მიმართ და აღნიშნა, რომ მათ ჩაიდინეს უპატიებელი ღალატი , როდესაც ესროლეს თავის რუს და ოს კოლეგებს ,რომლებსაც ჯერ კიდევ ახლახანს ესალმებოდნენ და ესაუბრებოდნენ სხვადასხვა თემებზე საერთო სასადილოში, სადაც ერთადაც იკვებებოდნენ.

„შერეული საკონტროლო კომისია სამშვიდობო მოლაპარაკებების უნიკალური მექანიზმი იყო , რომელიც გადაარჩენდა ათასობით ადამიანს . ეხლა უკვე ნათელი: რა მოლაპარაკება შეიძლება აწარმოო ყაჩაღებთან და მკვლელებთან, რომელთა მიმართ ნდობაა დაკარგული ?''- აცხადებს პლიევი.

თუ ადრე სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე ამყარებდნენ იმედებს, ომის შემდეგ ამაზე ლაპარააკიც ზედმეტია.

შეგახსენებთ, რომ 1992 წლის 24 ივლისს ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდეგ, რომელიც 18 თვე გრძელდებოდა, ხელი მოეწერა სოჭის მოლაპარაკებას კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე . მაშინ ჩამოყალიბდა შერეული საკონტროლო კომისია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ რუსეთის, საქართველოს, ჩრდილო ოსეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები, კომისიას მიენიჭა უფლებამოსილება: საკუთარი ფუნქციები დამკვირვებლების სამხედრო ჯგუფთან ურთიერთქმედებაში განეხორციელებინა. მხარეების შეთანხმების საფუძველზე, მაშინვე შეიქმნა შერეული ძალები მშვიდობის და წესრიგის დასამყარებლად.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100