RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქარტველოში ინტერნეტ პროვაიდერებს საკუთარი ომი აქვთ.

28.10.2008  |  15:07

აგვისტოს ომი დასრულდა, ორი ქართული ინტერნეტ პროვაიდერი - "Caucasus online" და "გაერთიანებული ტელეკომი" - რომლებიც ყურადღების ცენტრშi მოექცნენ რუნეტის ორ თვიანი გათიშვის გამო, ერთმანეთს შორის ურთიერთობების გარკვევას შეუდგნენ. რის გამოც საქარტველოს მოქალაქეთა უმეტესობა მსოფლიო ქსელისგან მოწყვეტილი აღმოჩნდა.

როდესაც აგვისტოში იღებდნენ გადაწყვეტილებას რუსული გვერდების გათიშვის შესახებ, არავინ დიანტერესდა საზოგადოებრივი აზრით და მომხმარებელთა სურვილებით. სხვათა შორის, ინტერნეტ პროვაიდერებმა საკუთარ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, როდესაც განაცხადეს, რომ რუსული გვერდების გათიშვის გადაწყვეტილება ხელისუფლების ზეწოლის გარეშე მიიღეს. გამოავლინეს რა გასაოცარი ერთსულოვნება ხელისუფლებასთან, მათ ხალხს ორი თვით აარიდეს "არასაჭირო" ინფორმაცია. საქართველოს მოქალაქეები მიყენებული ზარალის კომპენსაციას ვერავის მოთხოვენ.

თემურ იაკობაშვილს, რეინტეგრაციის მინისტრს (რომელმაც, პროვაიდერების ვერსიისგან განსხვავებით, განაცხადა, რომ ეს ზომები დეზინფორმაციის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს) ხომ არ კითხავენ ვინ აანაზღაურებს რუსული გვერდების გათიშვით მიყენებულ ზარალს?! თუმცა, თავდაპირველად ტრადიციულად ყველაფერში ჩრდილოელი მეზობელი დაადანაშაულეს, რომელმაც თითქოს საქართველოს მოსახლეობას შეუზღუდა რუსულ გვერდებზე შესვლის უფლება. შემდეგ სახელმწიფო მოხელეები ალაპარაკდნენ, რომ რუსეთიდან მიღებული არაობიექტური ინფორმაცია ხელს უწყობს ქვეყნის დესტაბილიზაციას: ხელისუფლება გვატყობინებდა თავის გამარჯვებას სამხრეთ ოსეთში, რუსული გვერდები კი 58-ე არმიის ჩასვლაზე საუბრობდა.

ასე რომ ომი უკვე ინტერნეტ სივრცეშიც გადავიდა. თანაც იქაც ის მიმდინარეობდა, ასე ვთქვათ, არა სიცოცხლის, არამედ სიკვდილისთვის. ქართველი ჰაკერები აგვისტოს დღეებში უტევდნენ სახელისუფლებო გვერდებს. ხან საგარეო საქმეთა სამინისტროს რესურსს ტეხდნენ, ხან შინაგან საქმეთა სამინისტროსას. ამ უკანასკნელზე სამხედრო დასკვნებისა და ჩინოვნიკების კომენტარების ნაცვლად მოულოდნელად სააკაშვილი სურათი გამოჩნდა, რომელიც ფოტოშოპის საშუალებით ადოლფ ჰიტლერის სახით მოგვევლინა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, თბილისი ამაში რუს ჰაკერებს არ ადანაშაულებდა. მაგრამ უვარგისია პოლიტიკოსი, რომელსაც არ შეუძლია წარუმატებლობის საკუთარი წარმატებისკენ შემობრუნება. აგვისტოს მოვლენების შემდეგ აცხადებდნენ, რომ გვერდების არქივები ჰაკერებმა გაანადგურეს, ასე რომ ინფორმაციის აღდგენა შეუძლებელია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100