RSS
на русском en in english
11.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საომარი მოქმედებები საქართველოში - ”გარჩევები”

27.10.2008  |  15:17

ომი დამთავრებულია, ქართველი და ოსი დევნილები ბრუნდებიან თავიანთ სახლებში. საშინელი სიზმარივით ცდილობენ სწრაფად დაივიწყონ აგვისტოში დატრიალებული მოვლენები. მათთვის სულ ერთია ვინ და რატომ დაიწყო ომი, რა შეცდომები იყო დაშვებული საომარი მოქმედებების დროს. ამ შეკითხვებზე პასუხს სამხედრო ექსპერტები ეძებდნენ, რომელთაც სასტიკად გააკრიტიკეს ორივე არმიის ბრძოლის უნარიანობა.

თავიდან "BBC"-იმ გამოაქვეყნა "Jane's Strategic Advisory Services" კვლევის შედეგები. ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს ვიდრე საქართველოა, რუსული ჯარი ვერაფრით გაუმკლავდებოდა. ამას წინათ, ქართველი სამხედრო ექსპერტები, იხილავდნენ თემას "ქართული არმია აგვისტომდე. აგვისტოში და აგვისტოს შემდეგ" იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სამხედრო ოპერაციები არაორგანიზებულობით გამოირჩეოდა და პრაქტიკულად ქვეყანამ ჰაერში გადაყარა "თავდაცვის ბიუჯეტში მობილიზებული მილიარდები". გვაგონდება, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველოში, საკუთარ გამარჯვებაზე საომარ ოპერაციებში აცხადებდა როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე.

პარადოქსია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი დღესაც არწმუნებს თავის ხალხს, რომ საქართველომ მიუხედავად ყველაფრისა გაიმარჯვა. ერთერთი მისი მთავარი არგუმენტია, რომ ქართულმა არმიამ გაცილებით ნაკლები დანაკარგები განიცადა ვიდრე მოწინააღმდეგისამ. ყველაზე დიდი დანაკარგიც კი - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის იურიდიული დაკარგვა არა დამაჯერბელი არგუმენტი გამოდგა მისთვის, რომ ომი სინამდვილეში წააგო. ამის და მიუხედავად, გუშინ ქართველმა სამხედრო ექსპერტებმა მკაცრად გააკრიტიკეს აგვისტოს ოპერაცია.

მაგალითად, სამხედრო ექსპერტი კობა ლიკლიკაძე საყვედურობს ხელისუფლებას, რომ მათ სრულიად უბრძოლველად ჩააბარეს კოდორის ხეობა. კოდორის ხეობის უბრძოლველად დატოვების ფაქტი საინფორმაციო სააგენტო "GHN"-ს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის უკვე ექს-ხელმძღვანელმა ბადრი ბიწაძემაც დაუდასტურა.

სხვა ქართველი სამხედრო ექსპერტი - ირაკლი სესიაშვილი ხელისუფლებას გატარებული სამხედრო რეფორმების გაუმჭირვალობაში ადანაშაულებს. მისი აზრით, აგვისტოს დამარცხება ასევე განპირობებული იყო არასწორი საკადრო პოლიტიკით, რომელიც თავდაცვის სამინისტროში 2004 წლიდან ხორციელდებოდა.

კობა ლიკლკაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების შეცდომები გამოიწვია არა ორგანიზებულობამ. მისი შეხედულებით კონფლიქტის ზონაში სრული საინფორმაციო ვაკუუმი იყო, როგორც ჟურნალისტებისთვის, ასევე სამხედროებისთვის. ხოლო საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენელთა მიერ, დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება ხორციელდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებულებს არ განსჯიან, ომის მერე საქართველოში უცხოელმა სამხედრო ექსპერტებმა "გადაუარეს" რუსული შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100