RSS
на русском en in english
22.11.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ეუთოს დამკვირვებლები აფხაზეთისეკენ ილტვიან

28.10.2008  |  15:25

უნდა აღინიშნოს, რომ ევროპარლამენტმა არა ერთ გზის მოსთხოვა სოხუმს კონფლიქტის ზონაში დაეშვათ დამკვირვებლები. მაგრამ რესპუბლიკაში აცხადებდნენ, რომ თავად დაამყარებდნენ წესრიგს თავიანთ მიწაზე. თბილისის იგივე სახის მოთხოვნას, ტრადიციული იგნორირება მოყვა სოხუმისა და ცხინვალის მხრიდან. პრობლემა იმდენად არ მდგომარეობს "აფხაზი სეპარატისტების" ბოროტ ნებაში, რამდენადაც თავად დამკვირვლებებში. აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა ჯერ კიდევ აგვისტოში განაცხადეს, რომ ეუთო-ს მისია, მათ ტერიტორიებზე აშკარა შპიონაჟით იყო დაკავებული. რათა არ დაეშვათ მათი წარმომადგენლები საკუთარ ტერიტორიაზე, ამიერკავკასიის რესპუბლიკებმა ყველაზე იოლი არგუმენტი გამოძებნეს: თუკი ეუთო-ს დამკვირვებლები საკუთარ თავს, მიიჩნევენ მისიად საქართველოში, დაე იქვე დარჩნენ.

მორიგი გაურკვევლობა გამოიწვია ამიერკავკასიში აფხაზეთის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე - ვალერი ქვარჩიას განცხადებამ. იმის შესახებ, რომ "რესპუბლიკას სრული უფლება აქვს დაჟინებით მოითხოვოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა". მისი თქმით 14 დასახლებული პუნქტი, რომლებიც ამჟამად თბილისის იურისდიქციის ქვეშ იმყოფება, ისტორიულად აფხაზეთს ეკუთვნოდა და საბჭოთა კავშირის დროს, სხვადასხვა წლებში იქნა გადაცემული საქართველოსთვის. ასევე რესუბლიკის სახელმწიფო საზღვრის აღწერილობის საპარლამენტო კომისიამ მოამზადა ცნობა "აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის საზღვრის შესახებ" და მოითხოვს ოდინდელი მიწების დაბრუნებას.

ამჯერად თბილისს საკუთარი იარაღით დაარტყეს, რასაც საქარტველოს ხელისუფლების მხრიდან პასუხი არ მოჰყოლია. მხოლოდ მეგობრულად განწყობილი საიტი "Наша Абхазия" გვატყობინებს: "აფხაზი სეპარატისტები, მხოლოდ საბჭოთა ტაიმერით ცხოვრობენ". თუმცა საქართველოსაც იგივე ორიენტირი აქვს. იგი დაჟინებით მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რომელიც საბჭოთა და რუსეთის იმპერიის გუბერნიის საზღვრებიდან იღებს სათავეს.

 

 

1 
2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100