RSS
на русском en in english
23.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ეუთოს დამკვირვებლები აფხაზეთისეკენ ილტვიან

28.10.2008  |  15:25

გასული კვირა საქართველო-აფხაზეთის საზღვრებთან ხმაურიანი გამოდგა სროლებითა და ტერაქტებით. აფხაზეთში, გალის რაიონში ოთხი კაცი იქნა მოკლული, მათ შორის აფხაზეთის სამხედრო დაზვერვის უფროსი ედუარდ ემინ-ზადე. ბოლო ამგვარი ინციდენტი საზღვართან წარმოიშვა 26 ოკტომბრის საღამოს. აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მდინარე ენგურის ქართული სანაპიროდან ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს რუსული საჯარისო ნაწილების პოზიციებს, სროლა დაახლოებით ხუთი წუთი გრძელდებოდა. მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების ჩასახშობად საპასუხო ცეცხლი იქნა გახსნილი.

როგორც განაცხადა აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სერგეი შამბამ, მას გააჩნია უდაო მტკიცებულებები, რომ ყველაფერი ზემოაღნიშნული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცქვედანაყოფების ნამოქმედარია, რომლებიც ამ რეგიონში მოვლენილნი არიან დივერსიების ჩასადენად.

"ამ ქვქდანაყოფების მოსამსახურეებს აქვთ გავლილი სპეციალური წვრთნა, მათ შორის აშშ-ს ინსტრიქტორების მიერ მომზადებული დამმინავები და სნაიპერები", - განაცხადა შამბამ. - გარდა ამისა საზღვარზე გადმოსროლილი არის დივერსიულ-ტერორისტული რაზმის "ტყის ძმები"-სა და "თეთრი ლეგიონი"-ს წევრები.

საპასუხოდ თავის მხრიდან საქართველომაც წამოაყენა პრეტენზიები. კონკრეტულად კი - წალენჯიხის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გია მებონიას სიკვდილი. 25 ოქტომბერს სახელმწიფო მოხელეს სურდა წარედგინა საერთაშორის დამკვირველებისთვის, აფხაზეთის საზღვართან ახლოს განლაგებული სოფ. მუჟავას დაცხრილვის ფაქტი და შედეგები. ერთერთ ეზოში შესვლისას ამოქმედდა ნაღმი, რის შედეგადაც დაიღუპა მებონია და სახლის პატრონი. თბილისში, მისი სიკვდილის შემდეგ მოიწვიეს მორიგი უშიშროების საბჭოს სხდომა.

"საქართველო კონფლიქტის გაჩაღების მუდმივი საფრთხის წინაშე იმყოფება, ვინაიდან რუსეთმა აგვისტოში ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე. - ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ წინაშე დგას, დიდი ბოროტი ძალა. ეს ძალა ხელმოცარულია, ვინაიდან ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს, რომლის არსიც მდგომარეობდა მთელი ქვეყნის ოკუპაციასა და კანონიერი ხელისუფლების დამხობაში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ადამიანებს სურთ გაიმეორონ თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებები და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამის თავიდან ასაცილელბლად".

სანამ სააკაშვილი ამხელდა ბოროტების იმპერიას, აფხაზეთმა კვლავ განაცხადა, რომ არ სურს თავის ტერიტორიაზე იხილოს ევროპელი დამკვირვებლები.

ქართული დივერსიული ჯღუფების გააქტიურება, ხშირი სროლები და მკვლელობები დაიწყო კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისმყოფლების აღარ ყოფნისა და ასევე ევროკავშირის დამკვირვებლების უმოქმედობის გამო", - ამგვარი არგუმენტები წარუდგინა, აფხაზეთის უშიშროების სამსახურის წყარომ საინფორმაციო სააგენტო "РИА Новости"-ს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100