| მთავარი | ანალიტიკა | აზრები | ვიდეო | არქივი |
- ბნელ ღამეს ჩამოაგდეს სტალინი 28.06.2010 11:46 იოსებ სტალინის ბრინჯაოს ფიგურა აღარ მოხვდებათ თვალში გორელებს. ის გააგზავნეს მუზეუმში, როგორც ჩამოგდებული კერპი. ხელისუფლება მას ღამით გაუსწორდა, თუმცა მნახველები მაინც ჰყავდა ამ მოვლენას. რისი რცხვენოდათ? მოხუცი ხალხის, ისტორიკოსების, პოლიტიკოსების, რომლებმაც არა ერთხელ გაკიცხეს ხელისუფლება საბჭოთა ეპოქის ძეგლების ნგრევისთვის.
- მინისტრის მომაკვდინებელი ილუსტრაცია 28.06.2010 11:43 საშინელ დანაშაულში - წამებით მკვლელობებში სდებს ბრალს თბილისის მთავრობა, აფხაზეთის გალის რაიონის მილიციას. ქართული მასმედიის მონაცემებით, მათი მსხვერპლი ძმები ანჯაფარიძეები არიან. და აი სახეზეა „აფხაზების მხრიდან ეთნიკური წმენდის გაგრძელება", რის შესახებაც გაუთავებლად საუბრობს საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი თემურ იაკობაშვილი. სინამდვილეში თუ რა მოხდა გალში, ამის გამოძიებას ერთობლივად სოხუმის და თბილისის წარმომადგენლები ვეღარ შეძლებენ. აფხაზეთი გამოეთიშა ჟენევის მოლაპარაკებებს, ვინაიდან აღარ ისურვა თბილისური პროექტების პრეზენტაციაზე ანტურაჟი ყოფილიყო.
- ჯადოსნური ფილა ვილნიუსიდან 25.06.2010 10:28 დღეს ლიტველმა დიპლომატებმა მისტიკური ცერემონია ჩაატარეს თბილისში. მათ გახსნენ ვილნიუსის სკვერში სურვილების ასრულების ჯადოსნური ადგილი. ახლა ქართველებს შეუძლიათ ნებისმიერი სასწაულის ახდენის თხოვნა. საჭიროა მხოლოდ სამჯერ დატრიალება გრანიტის ფილაზე, რომელიც იმის მსგავსად შეიქმნა, რომელიც ვილნიუსის საკათედრო მოედანზე დევს. ნეტავ როგორი იქნება ქართველების სურვილები?
- დოსიემ გახლიჩა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 25.06.2010 10:25 ასამბლეაში ქართულ-რუსული დოსიეს დახურვას ერთი ხმა დააკლდა. ხმის მიცემის დროს ასამბლეა ორად გაიყო, თანაც ზუსტად შუაზე: 16 მომხრე და 16 მოწინააღმდეგე. თავად საკითხის დასვის ფორმაც არ მოეწონათ ქართველ დიპლომატებს - საქართველოს დელეგაციამ სრული შემადგენლობით დატოვა დარბაზი, მაგრამ შემოდგომაზე მაინც მოუწევთ სტრასბურგში დაბრუნება.
- თბილისი, ჩემოდანი, სადგური, რუსეთი 25.06.2010 10:20 ამ შემთხვევის შემდეგ ენა აღარ მოგიტრიალდება კორუფციისგან თავისუფალ საქართველოზე და არაჩვეულებრივ ქართულ არმიაზე სალაპარაკოდ. სამი სკოლის მოსწავლე გოგონა და მათი მშობლები დავით დავითაშვილი და გალინა ოზიაშვილი თავშესაფარს თხოვენ რუსეთს, იმიტომ რომ თავდაცვის სამინისტრო ოჯახს პირდაპირ ქუჩაში ასახლებს და იგნორირებას უწევს სასამართლო გადაწყვეტილებას, მათი ახალი ბინით უზრუნველყოფის შესახებ. რაც მთავარია: საომარი მოქმედებების მარავალშვილიანი ვეტერანის ბინაში ასახლებენ ადამიანებს, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ არმიასთან.
- სოხუმთან კავშირი დაკარგულია? 24.06.2010 12:10 როდესაც ჩვენმა თბილისელმა კოლეგებმა სოხუმში დარეკვა ვერ მოახერხეს, ცივმა ოფლმა დაასხათ: არ მუშაობს ქართული სატელეფონო კოდები. დასკვნაც მაშინვე გამოიტანეს: რუსეთმა ოფიციალურად მიიერთა აფხაზეთი. ეს ამბავი რომ გადახარშეს ქართველმა ჟუნრალისტებმა გადაწყვიტეს ეს მოვლენა აფხაზებისთვის ემცნოთ. ისინი კი ისევე პასუხობდნენ ქართულ კოდებზე, როგორც ადრე.
შავ ზღვაზე ბლოგერები შეკრიბეს
28.06.2010 | 11:49
რადიო, ტელევიზია და ბეჭდური მედია საქართველოში თითქმის სრულად ექვემდებარება ხელისუფლებას. აი ინტერნეტი, ჯერ კიდევ დაუპყრობელი ადგილია, თუმცა ყველაფერი უკვე დაგეგმილია. მხოლოდ ბლოგერების გულის მოგებაა დარჩენილი. როგორც ჩანს, სწრედ ამი გამო 2 თვეში ერთხელ ტარდება გლობალური საზოგადოების რჩეულების შეკრება. ახალგაზრდებს გემრიელად აჭმევენ, ასმევენ და ასწავლიან ინფორმაციულ ფრონტზე ბრძოლას. ბლოგინგი, ქართული მასმედიის განცხადებით, პიკს აღწევს. ბლოგერები კვარიათიდან ხვალ წამოვლენ. ალბათ, სწორედ ამის შემდეგ გაჩნდება ინტერნეტში მიღებული შთაბეჭდილებების შედეგებიც.
ჯერჯერობით მხოლოდ იმის წაკითხვა შეიძლება, რომ რომელირაც მონაწილე დათვრა, ვიღაცამ კი გამოძინება ვერ მოახერხა. highlander-ge.livejournal: გასულ ღამეს დავიწყეთ ლუდი, გადავედით აბსენტზე, შემდეგ ბ52-ზე და ბევრ რამეზე... ამასობაში გორში სტალინის ძეგლიც აიღეს... მომკალით და არაფერი მახსოვს...
ekser: "პირველი დღე: გრძელი გზა, წახემსება, ელვა ზღვაზე, სწრაფი და უფასო wi-fi, ბევრი კოქტილი, მუსიკა, ახალი სახე, საუბრები ყველაფერზე დილამდე. დღე მეორე: გაგვაღვიძეს, ზღვამდე ვერ მივაღწიეთ, დავაპურეთ ნატანჯი სხეულები, შემდეგ დროულად მოვედით გონს. დაიწყო სამუშაო ნაწილი: ეს ასე ჩანდ: უამრავი ქართველი და რუსი ბლოგერი სხვა და სხვა რესურსებიდან, გადამყვანებით, დამაგრძელებლებით, დამტენებით, საფერფლეებით და ცივი მინერალური წყლებით ხმაურობენ..."
რატომ შეკრიბეს სრულიად განსხვავებული ინტერესების მქონე ხალხი ერთად. როგორც შეკრების ერთ-ერთი მონაწილე ხსნის, სახლი და ქუჩა არ არის მითითებული, რათა შემთხვევით რუსული სეცსამსახურები არ მივიდნენ. ანუ, შეხვედრის ორგანიზატორებს დასამალი ბევრი აქვთ.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ შეკრება უნდა იყოს "კონკრეტული სმაუშაო შეხვედრა", რომლის შედეგადაც შედგება სახელმძღვანელო დამწყები ბლოგერებისთვის. ამას მიუძღვნიან მარკეტინგისა და ბრენდინგის სპეციფიკურ ხერხებს, რათა მოხდეს კურორტების პოპულარიზაცია.
და ამის გულისთვის კონსპირაცია? ამისთვის დახარჯა საქართველოს ხელისუფლებამ ფული?
რა თქმა უნდა, არა. საქმე ისაა, რომ ამ ყველაფეერს ხელმძღვანელობდნენ გიორგი ჯახაია, რომელიც არის სკანდალური ბლოგის suhumu.livejournal.com-ის ხელმძღვანელი და ოლეგ პანფილოვი, რომელმაც "ავტორიტარული რუსეთი" "დემოკრატიულ საქართველოზე" გაცვალა. პანფილოვისა და ჯახაიას მოხსენება ეფუძნება მასმედიის როლს სახელმწიფო ინტერესების დაცვაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მარტივად მოახერხა ომის დროს რუსული არხების ჩახშობა. ისინი თბილისის ვერსიისგან რადიკალურად განსხვავებულ ინფორნაციას ავრცელებდნენ.
იმავე დროს ინტერნეტით ვერ ხდებოდა ყველაფრის დაბლოკვა, თუმცა მცდელობები იყო.
| მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info











