RSS
на русском en in english
22.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სამხრეთ ოსეთის ახალი მთავრობა

01.11.2008  |  16:14

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ პარასკევს, 31 ოქტომბერს, ხელი მოაწერა ბრძანებას ახალი მთავრობის შემადგენლობის შესახებ. მასში შევიდნენ როგორც რესპუბლიკაში უკვე ცნობილი ადამიანები, ასევე ჩინოვნიკები, რომლებიც ადრე ჩრდილოეთ ოსეთში მუშაობდნენ.

პრემიერ-მინისტრად დაინიშნა ფედერალური საგადასახადო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ასლანბეკ ბულაცევი. ჰასან პლიევი დაინიშნა პირველ ვიცე - პრემიერად, თეიმურაზ ჩოჩიევი - ვიცე- პრემიერად, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრად. ნუგზარ გაბარაევი ვიცე - პრემიერად და ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების მინისტრად. განათლების მინისტრად დაინიშნა რესპუბლიკის ინტელიგენციისათვის კარგად ნაცნობი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ანატოლი ქუსრაევი. საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა მურატ დჯიოევი, თავდაცვის მინისტრად- იური ტანაევი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად ვალერი ვალიევი, ხოლო იუსტიციის მინისტრად აცამაზ ბიჩენოვი.

დანიშნვამდე ერთი დღით ადრე, 30 ოქტომბერს, ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა თეიმურაზ მამსუროვმა მოინახულა სამხრეთ ოსეთი, რათა ადგილზევე გაცნობოდა რეგიონში არსებულ სიტუაციას. "ჩრდილოეთ ოსეთი გააგრძელებს სამხრეთ ოსეთის აქტიურ და მოქმედ დახმარებას ყველა მიმართულებით ", - განაცხადა მამსუროვმა.

ცხინვალის მცხოვრებლები გაგებით მოეკიდნენ ჩრდილო ოსების დანიშვნას სამხრეთ ოსეთის წამყვან თანამდებობებზე. ბევრმა კი ამაში ორი ოსეთის გაერთიანების კიდევ ერთი ნაბიჯი დაინახა.

აღსანიშნავია, რომ ახალი მთავრობის დანიშვნა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის დაბადების დღეს დაემთხვა.

ედუარდ კოკოითის მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა. "დამოუკიდებლობის მიღებით რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი თქვენი ხელმძღვანელობით შეუდგა აგრესიის შემდგომი შედეგების გადალახვას, სუვერენული დემოკრატიული სახელმწიფოს მშვიდობიანი ცხოვრების შენებას. ამ კეთილშობილურ საქმეში რუსეთი ყოველთვის იდგება სამხრეთ ოსეთის ხალხის გვერდით, რომელთანაც მას საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს ", - ნათქვამია მილოცვაში.

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100