RSS
на русском en in english
22.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აფხაზეთი საქართველოს ემიჯნება

01.11.2008  |  16:19

1 ნოემბერს დილით , ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩასთან ააფეთქეს ხიდი, რომელიც გალის რეგიონს აფხაზეთთან აკავშირებს. საქართველოს საინფორმაციო სააგენტოები, თვითმხილველებზე დაყრდნობით, იუწყებიან, რომ ხიდი რუსმა სამხედროებმა ააფეთქეს, რომლებიც აფხაზეთსა და საქართველოს შორის ენგურის მდინარეზე ყველა გადასასვლელს, ბლოკირებას უკეთებენ.

ქართული პოლიციის მონაცემებით, რამდენიმე დღის წინ ენგურზე 3 ხიდი იქნა აფეთქებული. თბილისის ვერსიის მიხედვით , ისინი გაანადგურეს, რათა არ დაეშვათ ევროკავშირის მისიის დამკვირვებლები აფხაზეთში. რუსი სამხედროების რეაქცია ამ განცხადებაზე ჯერ არ გავრცელებულა. მათ ნაცვლად აფხაზეთის ხელმძღვანელობა ალაპარაკდა. აფხაზეთის გალის რაიონის მილიციის უფროსმა ლოურენს კოგონიამ უარყო ინფორმაცია ხიდის აფეთქების თაობაზე.

"ქართული მხარე ავრცელებს პროვოკაციულ განცხადებებს და ცდილობს რუსი სამხედროების დისკრედიტაციას, მაგრამ ისინი არ არიან დაკავებულნი გალის რაიონში ხიდების აფეთქებით,- განაცხადა მილიციის უფროსმა. - დილის 4 საათზე, იმ ადგილის სიახლოვეს ამუშავდა გაურკვეველი სახის ასაფეთქებელი მოწყობილობა, თუმცაღა აფეთქების შედეგად ხიდი არ დაშავებულა".

კოგონიამ ასევე აღნიშნა, რომ პარასკევს საღამოს სოფელ ტალგანში ქართულ - აფხაზურ საზღვართან ახლოს, ნაღმებზე, რომელიც უცნობი პირების მიერ იყო დამონტაჟებული, აფეთქდა ურემი და ტრაქტორი "ბელორუსი". აფეთქების შედეგად არავინ დაზარალებულა.

"მრავალი ტერიტორია, საზღვართან ახლოს, დანაღმულია ქართული დივერსანტული ჯუფების მიერ. ამჯერად აფეთქებამ, საბედნიეროდ მსხევრპლის გარეშე ჩაიარა - აღნიშნა შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების უფროსმა, - ჩვენ არა ერთ გზის ვაფრთხილებდით რაიონის მოსახლეობას იმის შესახებ, რომ მათ არ ეცადათ გადასულიყვნენ აფხაზეთის და საქართველოს საზღვარზე ნებადაურთავ ადგილებში, საქართველოსთან საზღვარი დროებით, სიტუაციის მოწესრიგებამდე დაკეტილია, მაგრამ ზოგიერთი პირი მისი გადაკვეთის რეჟიმს არღვევს ".

შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს, რაიონში გამწვავებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაბშმა გამართა აფხაზეთის უსაფრთხოების კავშირის საგანგებო სხდომა, რომელზეც ბრალი დასდო საქართველოს ფართომასშტაბიან ტერორისტულ საქმიანობაში და რესპუბლიკისთვის გალის რაიონის ჩამოშორების მცდელობაში. 27 ოქტომბერს, დივერსანტებთან საბრძოლველად შეიქმნა სპეც-ქვედანაყოფი აფხაზეთის გენ-შტაბის ხელმძღვანელის, გენერალ ანატოლი ზაიცევის მეთაურობით.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100