RSS
на русском en in english
28.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ახალი კაბინეტი ახალი პრემიერისთვის?

31.10.2008  |  16:22

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის კოსმეტიკური რეორგანიზაცია და ახალი მთავრობის ნდობის საკითხი - ეს არის საქართველოს მოსახლეობისა და ქართული გაზეთების ნომერ პირველი საზრუნავი.

დღეს საპარლამენტო ფრაქციები განიხილავენ პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანდიდატებს, ასევე სახელისუფლებო პროგრამას. შაბათს კი თავის რიგგარეშე ყრილობაზე სამართლებრივი ორგანო განახლებულ მინისტრთა კაბინეტს ნდობას გამოუცხადებს. ოპოზიციამ უკვე გააკრიტიკა აღმასრულებელი ორგანოს საეჭვო კადრები. სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მინისტრმა, აწ უკვე ოპოზიციის წარმომადგენელმა, განაცხადა: „უცნაურია, რომ ომის შემდგომ, როდესაც ძალიან რთული პოლიტიკური სიტუაციაა, პრემიერ-მინისტრად გამოუცდელ ადამიანს ნიშნავენ". ის გრიგოლ მგალობლიშვილს გულისხმობდა.

მინისტრთა კაბინეტის ძველი ბირთვი ფაქტიურად უცვლელი რჩება. ახალი ხელმძღვანელი მხოლოდ რამდენიმე სამინისტროს ეყოლება. თუმცა სიტყვა „ახალიც" საკმაოდ პირობითია: 5 წლიანი პაუზის შემდგომ იუსტიციის მინისტრის პოსტს კვლავ ზურაბ ადეიშვილი დაიკავებს; მხოლოდ 5 თვიანი განშორების შემდეგ თავის პოსტს უბრუნდება კობა სუბელიანიც, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი.

მათგან განსხვავებით ახალ ამპლუაში მოგვევლინება გიორგი ხაჩიძე - სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორი ახლა სათავეში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ჩაუდგება. დაწინაურებულებს შორის არის დიპლომატიურ საქმეთა ვიცე-ხელმძღვანელი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ამიერიდან კულტურის, სპორტის და ძეგლთა დაცვის მინისტრი იქნება. აღსანიშნავია, რომ გრიგოლ მგალობლიშვილმაც პრემიერ-მინისტრობას დიპლომატიური გზის გავლით მიაღწია. თბილისში ანალიტიკოსები გამოთქვამენ აზრს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებების პროგნოზირება და მათზე კომენტარის გაკეთება სულ უფრო რთული ხდება. როგორც BBC იუწყება, ეკონომიკური საკთხების ექპერტი გიორგი ხაჩიძე ამბობს, რომ გრიგოლ მგალობლიშვილის დამსახურებებსა და ეკონომიკური საკითხების გადაჭრის გამოცდილებაზე თბილისში ჯერჯერობით არავის არაფერი სმენია. თუმცა, პრობლემა მისი თქმით, პიროვნებებეში არ არის, მას სისტემატიური ხასიათი აქვს. „იმ კრიზისის პირობებში, რომელშიც ახლა ქვეყანა იმყოფება, მთავარია კომპასის ქონა, კომპასის გარეშე მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება საჭესთან - ის მაინც ვერ შეძლებს გემის იქ მიყვანას, სადაც საჭიროა", - დარწმუნებულია ექსპერტი. ამასთანავე, საქართველოში ეჭვი არ ეპარებათ, რომ პრემიერ-მინისტრს და ახალ კანდიდატებს პარლამენტი სრული უმრავლესობით დაამტკიცებს. ქვეყანაში კი უკვე მიეჩვივნენ სახელმწიფოს გადაწყობას, აქ „პრემიერებს ხელთათმანებივით იცვლიან", ასე რომ მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მიზანი კვლავაც მსოფლიო დამკვირვებლების თვალში ცვლილებების განხორციელების ილუზიის შექმნაა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100