RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

გია ხუხაშვილი: გვინდა გვქონეს იმედი, რომ ამერიკა საქართველოს რეალური მეგობარი გახდება, და არა საქართველოს მთავრობის მეგობარი

06.11.2008  |  16:28

ბარაკ ობამას აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებამ საქართველოში სხვადასხვა სახის შეფასება გამოიწვია.

1/4/3/43.jpegსაქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არაერთხელ განაცხადეს, რომ ობამას კონკურენტს, ჯონ მაკკეინს, გულშემატკივრობდნენ, რადგან მისი გამონათქვამები რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაფიო იყო და ის უფრო გამოკვეთილად გამოხატავდა საქართველოს მხარდაჭერას.

ახლა, ბარაკ ობამას გამარჯვების მიუხედავად, საქართველოს მთავრობაში დარწმუნებულები არიან, რომ დემოკრატი პრეზიდენტის შემთხვევაშიც არ შეიცვლება აშშ-ს დამოკიდებულება საქართველოსადმი და მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება.

ასეთი დასკვნის გამოტანის საფუძველს ოფიციალურ თბილისს აძლევს ის ფაქტი, რომ საქართველოსთვის სოლიდური ფულადი დახმარების გამოყოფის შესახებ არსებული გადაწყვეტილება მიიღეს ჯო ბაიდენის ინიციატივით.ის აშშ-ს დემოკრატების კანდიდატია ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე.

ოპოზიციის წარმომადგენლები სხვაგვარად არიან განწყობილები და თვლიან, რომ თუ მთლიანობაში აშშ-ს პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ შეიცვლება, მაშინ მისი დამოკიდებულება საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო უხეში და რეალისტური გახდება. საერთო ჯამში, ახალი მთავრობა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის რეალური რეფორმების გატარებას.

ბევრი ქართველი პოლიტოლოგი თვლის, რომ ბარაკ ობამას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველო-ამერიკის უერთიერთობები მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი თვლის, რომ ბარაკ ობამას გამარჯვების შემდეგ ამერიკა საქართველოსთან მიმართებაში რადიკალურად არ შეიცვლება, მაგრამ პოლიტიკური რისკი, მისი აზრით, საქართველოსთვის შემცირდება.

„აშშ-ს ახალი მთავრობის პოლიტიკა, ვფიქრობ, უფრო გაწონასწორებული იქნება, და პოლიტიკური რისკებიც, რომლებიც წინა მთავრობის დროს ხშირად ჩნდებოდა, შემცირდება. და კიდევ, იმედი მაქვს, რომ აშშ საქართველოს რეალური მეგობარი გახდება, და არა საქართველოს მთავრობისა, როგორც ეს აქამდე იყო", - აღნიშნა „GeorgiaTimes"-ის კორესპონდენტთან საუბრისას ხუხაშვილმა.

მისი თქმით, აშშ-ს სათავეში ახალი პრეზიდენტის მოსვლას არც საქართველოს მთავრობისთვის, და არც ოპოზიციისთვის, პირდაპირი მნიშვნელობა არ ექნება. ამიტომაც ხუხაშვილი არ აპირებს obamas mxardamWeri ოპოზიციის მომავალი ნაბიჯების პროგნოზირებას.

„ჩემი პირადი სურვილია, რომ აშშ-ს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში იყოს ორიენტირებული ქვეყანაში რეალური დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე, და არა საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერაზე. დასავლეთის ფუნქცია ისაა, რომ დაეხმაროს ქვეყანას რომელიც ახლა იწყებს დემოკრატიის განვითარებას, რეალური და არა მოჩვენებითი, დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნაში", - აცხადებს პოლიტოლოგი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100