RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

Human Rights Watch:საქართველო კასეტურ ბომბებს იყენებდა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ

06.11.2008  |  16:31

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დროს საქართველომ კასეტური ბომბი გამოიყენა თავისი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ საერთაშორისო ორგანიზაციის სამართალდამცავები.

მისი მოხსენება გამოაქვეყნა ამერიკულმა გამოცემამ «The Wall Street Journal». მკვლევარები human rights watch-დან იუწყებიან, რომ საქართველომ ასეთი ბომბები 9-ზე მეტ ქალაქს დაუშინა, ამასთანავე ეს ტერიტორიები საკმაოდ შორს იყო რუსეთის ჯარის ადგილ-სამყოფელისგან. საიტი „კავკასიური კვანძი" აქვეყნებს პენტაგონის ყოფილი თანამშრომლის, მარკ გარლასოს, აზრს, რომელიც ახლა Human Rights Watch-ს ემსახურება: აგვისტოს მოვლენების დროს ქართულ არმიაში „სრულმასშტაბიანი" ტექნიკის გაუმართაობა დაფიქსირდა - ბევრ რაკეტას არ შეეძლო ბომბების აღნიშნულ სამიზნემდე მიტანა, ჩამოვარდნილი ბომბების ნაწილი კი უბრალოდ არ აფეთქდა.

ახლა საქართველოში,Human Rigth Watch -ის განცხადებით, დარჩენილია კასეტური ბომბის ათასამდე აუფეთქებელი ნამსხვრევი, რომლებიც შეიძლება შეხებით გააქტიურდეს. უკვე 3 ქართველი დაიღუპა და 2 დაიჭრა ამის გამო. მოცემული გამოძიება სამართალდამცავებმა ჟენევის კონფერენციაზე უნდა წარადგინონ.

საკმაოდ მოულოდნელი იქნება სხვა დასკვნებიც. მაგალითად ის, რომ საქართველომ უფრო მეტი კასეტური ბომბი გამოიყენა, ვიდრე რუსეთმა. „ საქართველოს მიერ კასეტური ბომბების გამოყენებამ უამრავი ნგრევა გამოიწვია და უფრო დიდ ტერიტორიაზე მოხდა, ვიდრე აცხადებდნენ", - სამართალდამცავი ორგანიზაციის ციტირებას ახდენს საიტი polit.ru. მისი მონაცემებით, რუსეთმა კასეტური ბომბი 6 დასახლებულ პუნქტში გამოიყენა, საქართველომ - ცხრაში. ქართულ ხელისუფლებას ამის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100