RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სნაიპერმა სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებელს ესროლა

10.11.2008  |  09:49

ოთხშაბათს, ხუთ ნოემბერს, სამხრეთ ოსურ სოფელში კორკულა, საქართველოს მხრიდან გასროლილმა ტყვიამ სასიკვდილოდ დაჭრა ადგილობრივი მკვიდრი.

სოფელ დისევში დაბადებული ოლეგ გიგოლაევი საკუთარ მანქანაში მოკლეს. ამ ფაქტზე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოში საქმეა გახსნილი.

1/4/7/47.jpegგამოძიებამ დაადგინა, რომ გასროლა მოხდა სნაიპერის იარაღიდან საქართველოს მხრიდან, რომელსაც ევროკავშირის დამკვირვებლები აკონტროლებდნენ. თუმცა მათ, რუსი სამშვიდობოების შეცვლის და სიტუაციის სტაბილიზაციის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების მიუხედავად, არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ მომხდარზე.

აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, ეს მშვიდობის დარღვევის პირველი მცდელობა არაა საქართველოს მხრიდან. გასული თვეების განმავლობაში მისი ტერიტორიიდან არაერთ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, რომლებიც უხეშად არღვევდა კონფლიქტის ზონისთვის შესაბამის რეჟიმს. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 31 ოქტომბერს აფეთქებული ხიდი მდინარე ტირიფონზე, რომელიც ოსურ სოფელ ზემო არცევს საქართველოს სოფელ ქვეშთან აკავშირებდა. მაშინ ქართულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს დივერსია იყო ოსების მხრიდან, რომლებიც ამ გზით ცდილობდნენ არ დაეშვათ თავის ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამასთანავე, რეგულარული ხასიათი მიიღო ქართველების მიერ ოსების გატაცებამ. უკანასკნელად მსგავს ფაქტზე 17 ოქტომბერს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შსს-მ განაცხადა, საუბარი მიდიოდა სოფელ არცევის 4 გაუჩინარებულ მკვიდრზე.

არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირს საკუთარი თანამშრომლების მანდატების გადახედვისკენ მოუწოდა. ეს თანამშრომლები იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, იმისთვის რომ დაიცვან მშვიდობა. ეს მოწოდება ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება.

ასევე შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბერს სამხრეთ ოსეთის შსს-მ გასცა ბრძანება, საქართველოს მხრიდან სროლის შემთხვევაში საპასუხო ცეცხლის გახსნის თაობაზე. ამ ბრძანების მიზეზი გახდა ის, რომ პროვოცირების არ არსებობის მიუხედავად, ქართული მხრიდან სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავ ორგანოებს ხშირად ესროდნენ ტყვიამფრქვევიდან.

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100