RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

უმაღლესი რადა ფაქტებს აგროვებს

10.11.2008  |  09:51

1/4/6/46.jpegუკრაინული იარაღის საქართველოსთვის მიწოდების შესახებ არსებულმა გამოძიებამ, რომელსაც უკრაინის უმაღლესი რადის კომისია აწარმოებდა, იპოვა იმის მტკიცებულება, რომ პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ უნდა აიღოს საქართველოს შეიარაღებაზე პასუხისმგებლობა.

ამის შესახებ ორშაბათს, 3 ნოემბერს, გახდა ცნობილი, უკრაინის უმაღლესი რადის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების სამხრეთ ოსეთში ვიზიტის დროს, რომელსაც სათავეში ვალერი კონოვალიუკი ჩაუდგა. ისინი იქ ვითარების გასარკვევად და საქართველოს უკრაინის მიერ იარაღით მომარაგების საკითხის გამოსაძიებლად ჩავიდნენ. საქართველოსთვის სამხედრო ტექნიკის გადაცემა უკრაინის სამართლისა და საერთაშორისო უფლებების ნორმების დარღვევა იყო.

უკვე მიმდინარე თვეში წარვუდგენთ მიღებულ მონაცემებს რადას, განაცხადა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ. თავისი გამოძიება კომისიამ უკვე 2 სექტემბერს დაიწყო. მას შემდეგ კონოვალიუკმა ვიქტორ იუშჩენკო არაერთხელ დაადანაშაულა სააკაშვილის რეჟიმის უკანონო შეიარაღებაში. მისი მტკიცებით, სამხედრო ტექნიკის ბევრი სახეობა თავდაცვის პოზიციებიდან იხსნებოდა და იგზავნებოდა საქართველოში.

ცხინვალში ყოფნისას კონოვალიუკმა განაცხადა, რომ კომისია აპირებს მოიპოვოს რაც შეიძლება მეტი საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტი, რათა შეამოწმოს, დაფიქსირებულია თუ არა საქართველოსთვის მოწოდებული იარაღი უკრაინის რომელიმე შესაბამისი ორგანოს მიერ, ხომ არ იყო ეს ტექნიკა კონტრაბანდული. ამას გარდა, თქვა მან, „ჩვენთვის მნიშვნელოვანიa imis გაგება,თუ როგორ გამოიყენებოდა ეს ტექნიკა სამხედრო აგრესიის დროს. ვფიქრობ, რომ ჩვენ აქ მხარდაჭერას მოვიპოვებთ და კიევში ზუსტი ინფორმაციითა და დოკუმენტებით დავბრუნდებით".

კონოვალიუკმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება სამხრეთ კავკასიაში მომხდარზე და დაამატა: „მე სინდისი მაწუხებს და მესმის, რომ ამ სიტუაციის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო და დარწმუნებული ვარ - რომ არა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ასეთი ქმედება, გამომდინარე იქიდან რომ უკრაინა სამხედრო აღჭურვილობის მთავარი მიმწოდებელია, იქნებოდა ძალიან დიდი შანსი ყველაფრის მშვიდობიან ჩარჩოში მოქცევისა".

კომისიის ქმედებებიs თანმიმდევრობა და სამომავლო გეგმები მან ასე აღწერა: „ Zალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველაფერში ობიექტურად გავერკვეთ და არა მხოლოდ უკრაინის პარლამენტის წინაშე გამოვიდეთ, არამედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში გავგზავნოთ შესაბამისი მასალები. უკვე აღმოჩენილი დარღვევების ფონზე, ჩვენ შევძლებთ ყველაფრის გაკეთებას იმისთვის, რომ სახელმწიფომ იარაღის ექსპორტზე ყურადღება გააძლიეროს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოს შეიარაღება უკრაინის არმიის ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე მოხდა, ეს კი სავსებით დაუშვებელია. იარაღის მიწოდების ყველა ფაქტი ეწინააღმდეგება ერის სურვილს. ჩვენი მიზანი მხოლოდ მშვიდობიანი ცხოვრება არაა, ჩვენ რუსეთის ფედერაციის ხალხთან მყარი ურთიერთობის შენარჩუნება გვსურს, ამიტომაც ვართ აქ".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100