RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

7 ნოემბერს ქართული ოპოზიცია ახალ ბრძოლას იწყებს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაყენების მიზნით

07.11.2008  |  15:23

პოლიტიკური გაერთიანების „ახალი მემარჯვენეები" ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ 7 ნოემბრის აქცია იქნება ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის აქტიური ფაზის დასაწყისი. ამ ცვლილების განხორციელება არჩევნების გზით უნდა მოხდეს.

1/4/1/41.jpeg„არავინ იფიქროს, რომ 7 ნოემბერს ოპოზიცია სააკაშვილის უპირობო და დაუყოვნებლივ გადაყენებას მოითხოვს. ეს მთავრობა უნდა მოშორდეს ხელისუფლებას, მაგრამ ქართული ოპოზიცია ჯერ არ არის ამისთვის მზად",- განაცხადა დავით გამყრელიძემ 6 ნოემბერს ტელეკომპანია „კავკასიის" საღამოს ეთერში. ეს გაერთიანებული ქართული ოპოზიციის მასშტაბური აქციის წინა დღეს მოხდა.

მისი თქმით, 7 ნოემბრის აქცია ხელისუფლების მშვიდობიანად გადაყენების აქტიური ფაზის დასაწყისი იქნებოდა. „ამის გაკეთებისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია დასაvლეთში ფონის შეცვლა. აშშ-სა და ევროპაში არსებული ხელისუფლების ალტერნატივას ვერ ხედავენ",-აღნიშნა პოლიტიკოსმა.

ამასთანავე მან ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილიც, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. „მას არ აწუხებს დანაშაულის გრძნობა ჩადენილი ბოროტმოქმედებების გამო და მზად არის გაწიროს საქართველო, ოღონდ ხელისუფლებაში დარჩეს. აგვისტოს მოვლენებმაც იგივე დაამტკიცა. მან გაწირა ახალგაზრდების, ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეები, მან მსხვერპლად გაიღო საქართველოს ტერიტორიები და მოშალა ქართული არმია. ის ახლაც ყველაფერზე წამსვლელია",-განაცხადა გამყრელიძემ. მისი თქმით, სააკაშვილს, როგორც პოლიტიკოსს, ბოლო მოეღო. მას აღარ დარჩა ქვეყნის სამართავი რესურსები, ის გახდა ჩაკეტილი ლიდერი, რადგანაც მას აკრიტიკებს ყველა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.

„ასეთი ჩაკეტილი ლიდერები ყოველთვის ცუდად ამთავრებდნენ, ტრიბუნალის ჩათვლით, საეჭვოა რომ სააკაშვილი გამონაკლისი აღმოჩნდეს. პირველი დარტყმა მას უკვე მიაყენეს, ეს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვება იყო",- განაცხადა „ახალ მემარჯვენეთა" ლიდერმა. მან მოუწოდა მხარდაჭერისკენ დასავლეთს და აშშ-ს ახალ ხელისუფლებას, საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის, და არა რომელიმე კონკრეტული პიროვნებებისთვის - სააკაშვილისთვის, ბოკერიასა და მიsი გუნდისთვის. აქამდე ხომ სულ ასე ხდებოდა.

მანამდე კი ოპოზიცია, გამყრელიძის თქმით, იბრძოლებს საკუთარი ქმედითუნარიანობის და ცვლილებებისთვის მზადყოფნის დასამტკიცებლად. „ ეს იქნება ხანგრძლივი და პერმანენტული ბრძოლა. პირველ რიგში მასმედიის თავისუფლებისთვის. სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ თუკი სააკაშვილს სურს დაამტკიცოს თავისი თანამშრომლობა დემოკრატიასთან, დაუბრუნოს ტელეკომპანია „იმედი" თავის კანონიერ მფლობელებს. მაგრამ მე ვიცი, რომ ის ამას არ გააკეთებს",- განაცხადა დავით გამყრელიძემ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100