RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართველ პრეზიდენტს პირში ახლიან: „შეჩერდი, მიშა!“

07.11.2008  |  15:31

პირველად აგვისტოს მოვლენების შემდეგ სამხრეთ კავკასიაში 7 ნოემბერს, თბილიsis ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია იმართება, რომელშიც მონაწილეობას დაახლოებით 10 000 ადამიანი იღებს.

1/4/2/42.jpegმთავარი მოთხოვნებია - ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2009 წლის გაზაფხულზე, პოლიტ-პატიმრების გათავისუფლება და ტელეკომპანია „იმედის" კანონიერი მფლობელის, გარდაცვალებული ბადრი პატარკაციშვილის, ოჯახისთვის დაბრუნება.

აქცია დაამთხვიეს საქართველოს მთავრობის მიერ საპროტესტო დემონსტრაციის სასტიკად ჩახშობისა და ტელეკომპანია „იმედზე" თავდასხმის პირველ წლისთავს. მაშინ მომიტინგეები პრეზიდენტი სააკაშვილისა და პარლამენტის სპიკერის ნინო ბურჯანაძის გადაყენებას მოითხოვდნეn, პოლიციამ კი სპეციალური ტექნიკა გამოყენა, რათა ეს ხალხი დაეშალა.

დღესაც მიტინგი თავდაპირველად რუსთაველის პროსპექტზე იყო, სადაც პარლამენტის შენობის წინ შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მიცვალებულთა ხსოვნას. შემდეგ ოპოზიციის ლიდერთა და სხვა გამომსვლელთა მხრიდან გაისმა პოლიტიკური მიმართვები და მოთხოვნები, ისინი მომხრეებს „ერთად ყოფნისკენ" მოუწოდებdნენ. რის შემდეგაც დემონსტრანტები მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციისკენ დაიძრნენ, რათა კვლავ განეცხადებინათ მისი გადადგომის აუცილებლობის შესახებ. მათი თქმით კიდევ bevri რამ არის საჭირო ქვეყანაში ცხოვრების ნორმალიზებისთვის: ძალადობასთან ბრძოლა და მასმედიის თავისუფლება. მიტინგის მთავარი ლოზუნგი კი იყო „შეჩერდი, მიშა!"

ოპოზიციური პარტიების უმეტესობის გეგმებშია - დეკემბრის ბოლოს ერთიანი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს აქციების პერმანენტული ჩატარება, ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით.

ხელისუფლება ამბობს, რომ ახლა ახალ არჩევნებზე საუბარი, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების გათვალისწინებით, „მხოლოს რუსეთის წისქილზე დაასხამს წყალს". თუმცა ოპოზიციონერებს არ აშინებთ „რუსეთის აგენტებად" წოდების საშიშროება.

„გაერთიანებული ოპოზიციის" ხელმძღვანელმა ლევან გაჩეჩილაძემ, რომელიც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებისას სააკაშვილის მთავარი მოწინააღმდეგე იყო, თქვა, რომ „მიშას შეჩერება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საქართველოს დაღუპავს".

როგორც ჟურნალისტებს ამ ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა შეატყობინა, ინერტულობის პერიოდი დასრულდა, „ის აგვისტოს მოვლენებით იყო გამოწვეული, ხვალიდან კი ჩვენ სიმართლის გავრცელებას დავიწყებთ", ის გულისხმობდა ოპოზიციის გეგმას, საქართველოს ყველა რეგიონის მაცხოვრებლებთან შეხვედრის შესახებ.

პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ისწავლა ჭკუა 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ და მოუწოდებს ოპოზიციას პოლიტიკური პასუხისმგებლობისკენ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100