RSS
на русском en in english
22.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ვინ აგებს პასუხს პერევის მოვლენებზე?

12.11.2008  |  13:44

1/3/5/35.jpegსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღშფოთება გამოთქვა, ქართულ სოფელ პერევში შექმნილი სიტუაციის გამო. თუმცა კონკრეტულად რა მოხდა ყველასათვის უცნობია.

თავის მხრივ მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი ამ სოფლის ქართველებისაგან გაწმენდას აპირებს.

„სამწუხაროდ რუსეთის პოლიტიკა არ იცვლება და უფრო სასტიკი და აგრესიული ხდება. სოფელ პერევში ეთნიკური წმენდის რეალური საფრთხე არსებობს. საერთაშორისო თანამეგობრობამ ეს არ უნდა დაუშვას" - ამბობს იაკობაშილი.

საზღვრისპირა სოფელი პერევი საქართველოდან როკის გვირაბისაკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. სწორედ ამიტომ რუსი სამხედროები სოფლიდან არ გადიოდნენ, თუმცა პერევი დე-ფაქტო საქართველოს ტერიტორიაა. უკანასკნელ დრომდე სოფლის შესასვლელთან, 58-ე არმიის ბლოკ-პოსტი იდგა, რომელიც სოფლის მიმართულებით მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ატარებდა. 8 ნოემბერს თბილისში განაცხადეს, რომ რუსებმა ბლოკ-პოსტზე კონტროლი სამხრეთ ოსეთის ჯარებს გადასცეს და იქ უკვე შევიდნენ „შეიარაღებული ოსური ბანდფორმირებები".

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ეს ყოველივე ზრდის კონფრონტაციის რისკს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ადგილობრივ მკვიდრთა უსაფრთხოებას, რასაც ახალი წინააღმდეგობის ტალღა შეუძლია ააგოროს. თბილისმა სასწრაფოდ მოუწოდა ეუთო-ს და ევროსაბჭოს არ დაუშვან ახალი ეთნიკური წმენდის განხორციელება.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ გლობალური ანგარიშსწორების საფრთხის მიუხედავად პერევი არავის დაუტოვებია. ამას თბილისშიც კი აღიარებენ. სოფლის 725 მკვიდრი ისევ სოფელში დარჩა, ადგილობრივ სკოლაში გრძელდება სასწავლო პროცესი. აქამდე ქართულ სოფლებში ოსების ხსენებაზეც კი ჩემოდნების ჩალაგებას იწყებდნენ. „ნოვოსტი გრუზიი" ამაზე შემდეგ კომენტარს აკეთებს: „სოფელში სიმშვიდეა, თუმცა მოსახლეობა პანიკაშია". შემდეგ ქართული საინფორმაციო სააგენტო გულახდილად დაიბნა ინფორმაციებში. 9-ში საღამოს ისინი „რუსი ოკუპანტების" ახალ დანაშაულზე იუწყებოდნენ. თითქოს რუსებმა სიტუაციის გასარკვევად ჩამოსული ევროკავშირის დამკვირვებლები პერევში არ შეუშვეს. იგივე ინფორმაცია გაავრცელეს ევროკავშირის დამკვირვებლებმა და თან დასძინეს, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან. როგორც ჩანს 58-ე არმია სოფელში მაინც დარჩა.

სიტუაციას ნათელი მოჰფინა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100