RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ლიბანი აფხაზეთით და სამხრეთ ოსეთით დაინტერესდა

12.11.2008  |  13:49

„მათი აღიარების საკითხი უმაღლეს სახელმწიფო დონეზე გადაწყდება, მაგრამ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებს ჩვენ ეხლავე მოვაგვარებთ. მაგალითისათვის, მალე იქ ჩვენი ბიზნესმენების დელეგაცია გაემგზავრება"- განაცხადა ლიბანის საპარლამენტო უმრევლესობის ლიდერმა საად ხარირიმ.

1/3/7/37.jpeg„ჩვენი გამოცდილებით ვიცით, რა სიტუაციაში იყო სამხრეთ ოსეთი. ლიბანიც ხომ პატარა სახელმწიფოა და ისიც საფრთხის ქვეშაა. ერთ მხარეს ჩვენ ისრაელი გვყავს, რომელიც არაერთხელ დაგვესხა თავს, ხოლო მეორე მხარეს სირია, რომელიც პერიოდულად გვემუქრება"- აცხადებს ხარირი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთი იმ სახელმწიფოთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ცდილობენ საომარ კონფლიქტებში არ ჩაებან და პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების პრინციპს უჭერენ მხარს. სამხრეთ ოსეთში რუსეთი იძულებული იყო თავისი მოქალაქეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად მიეღო ზომები.

ლიბანის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მოსკოვში 7 ნოემბერს პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

„ლიბანმა თავის დროზე საკმაოდ მძიმე პერიოდი გაიარა. თუმცა ჩვენი რუსი მეგობრების ძალისხმევით ჩვენ შევძელით ამ სიძნელეების გადალახვა. ამის მიუხედავად, სასურველია სიტუაცია ახლო-აღმოსავლეთის რეგიონში უკეთესობისკენ შეიცვალოს. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ რუსეთმა, როგორც ზე-სახელმწიფომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სიტუაციის დაწყნარებასა და მის ნორმალიზებაში. რაც შეეხება რუსეთის მხარდაჭერას ლიბანისადმი, ჩვენ თქვენი დახმარების იმედი გვაქვს ფერმა შებააზე სუვერენიტეტის აღდგენის საქმეში.

ვლადიმერ პუტინმა პასუხად განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა აღმოუჩინოს ლიბანს ეკონომიკური და პოლიტიკური დახმარება, რათა ამ ქვეყანაში სიტუაცია გამოსწორდეს. პუტინმა განაცხადა, რომ სიტუაციის ნორმალიზებისათვის ყველაფერს გააკეთებს. ლიბანს მხოლოდ ისრაელის მიერ ჯერ კიდევ 1967 ოკუპირებული ფერმა შებაას რამდენიმე კვადრატული კილომეტრი არ სჭირდება. 2006 წლის ზაფხულში ბეირუთი მსოფლიო თანამეგობრობაზე ისევ გაწბილდა. ისრაელი მოულოდნელად შეიჭრა სამხრეთ ლიბანში. დასავლეთის მცდელობებმა პრობლემა მშვიდობიანად მოგვარებულიყო მორიგი ომი ვერ შეაჩერა. „სამოც წლიანი" პრობლემის დარეგულირების მანძილზე ეს ომი მეხუთეა. ვიდრე ლიბანს ისრაელის თვითმფრინავები ბომბავდნენ აშშ და ევროპა ისევ, ეს მერამდენედ სრულ მშვიდობისმყოფელ იმპოტენციას ამჟღავნებდნენ. 1982 წელს იქ უკვე გაჩნდნენ ამერიკელი მშვიდობისმყოფელები. მათ გეგმებში შედიოდა ქვეყანაში სამოქალაქო ომის შეჩერება. წელიწადნახევრის შემდეგ ამერიკელები უკან წავიდნენ, ხოლო ომი კიდევ ექვსი წელი გრძელდებოდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100