RSS
на русском en in english
23.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მზად არიან კი ნიცაში ახალგორისა და კოდორის სიტუაციების განსახილველად?

13.11.2008  |  11:24

არა არის გამორიცხული 14 ნოემბერს რუსეთ -ევროკავშირის სამიტზე ნიცაში, განიხილონ ახალგორის რაიონიდან და კოდორის ხეობის ზემო ნაწილიდან რუსეთის საჯარისო ნაწილების გამოყვანის საკითხი.

1/5/4/54.jpegროგორც იუწყება " РИА -Новости ", ევროპული დიპლომატიურ წრეებში აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი არ აკავშირებს რუსეთთან ურთიერთობის განვითარებას კავკასიაში კონფლიქტთან, ეს არ უნდა იყოს შემაფერხებელი. დიპლომატმა ხაზი გაუსვა, იმას რომ "ევროკავშირს უკავია რეალისტური პოზიცია საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ თავად ევროკავშირშიც არის ისეთი საკითხები, როგორცაა კვიპროსის ორ ნაწილად გაყოფა. ეს არ ნიშნავს, რომ არსებულმა პრობლემებმა ჩვენ უნდა შეგვაფერხოს გადაწყვეტილების მიღებაში და სამუშაოს გაგრძელებაში".

შეგახსენებთ, ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ განაახლონ მოლაპარაკებები რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც 1 სექტემბერს საქართველოში განვითარებული მოვლენების და მოსკოვის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო შეჩერდა.

დიალოგის განახლების მომხრედ ევროკავშირის 27 მონაწილე ქვეყნიდან 26 გამოვიდა. როგორც " Le Figaro" წერს, ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთი თვლის, რომ მიუხედავად კავკასიაში არსებული არასტაბილურობისა, მოსკოვი ასრულებს მშვიდობიანი შეთანხმების პირობებს: რუსეთის სამხედრო ნაწილები გამოყვანილია საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილიდან, საერთაშორისო დამკვირვებლები აკონტროლებენ ზავის დადების პირობების დაცვას, რუსებმა და ქართველებმა სცადეს დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს.

ამ არგუმენტებმა ერთადერთი ლიტვა ვერ დაარწმუნა. ის სრულიად მარტო გამოდის წინააღმდეგ. პოლონეთი, რომელიც აქამდე მხარს უჭერდა საქართველოს მთავრობის პოზიციას, მართალია უხალისოდ, მაგრამ მაინც დათანხმდა, თუმცა კი დასძინა, რომ მედვედევის და სარკოზის შეთანხმება მთლიანად არ სრულდება: ჯარი სრულად არ არის დაბრუნებული კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ დისლოკაციის ადგილებში.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასთან განახლებული დიალოგი ევროპული ერთიანობის კარგი მაჩვენებელია. და მიუხედავად იმის, რომ სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე ზოგიერთ რაიონში, ჯერ კიდევ იმყოფება რუსეთის ჯარი, მაინც მოსკოვის მიერ გადადგმული ნაბიჯები, საკმარისია კონსტრუქციული შეხვედრების გამართვისათვის.

რუსეთის მისამართით ევროპელების საერთო ლოიალობა, ამერიკული "The New York Times " - აზრით მოწმობს, რომ ევროპას და რუსეთს ერთმანეთი ეკონომიურად სჭირდებათ, მით უფრო ახლა, როდესაც მსოფლიო ფინანსური კრიზისი აიძულებს მათ გადახედონ პრიორიტეტებს. მოსკოვთან "დიდი რვიანის" წევრების გაუმჯობესებული ურთიერთობა, დაეხმარება ევროკავშირს ამოცანის განხორციელებაში-ცვლილებები შეიტანონ მსოფლიო ფინანსურ სტრუქტურებში. აღნიშნავს ამერიკული გამომცემლობა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100