RSS
на русском en in english
19.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილმა გათავისუფლებისათვის ბრძოლა დაიწყო

13.11.2008  |  11:28

10 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება "თავის ტერიტორიაზე" რუსული ჯარის არსებობას.

"ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, იმისათვის, რომ არ წამოვეგოთ ოკუპანტების პროვოკაციებს",- განუცხადა ახალქალაქში პრეს-კონფე1/5/6/56.jpegრენციაზე მყოფ ჟურნალისტებს სააკაშვილმა - ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო ჩაერთო საკუთარი მიწების გათავისუფლების მძიმე და ხანგრძლივ ბრძოლაში. რუსების ჩვენს მიწებზე ყოფნა - ძალიან მძიმეა ჩვენთვის, ეს საერთოდ ყველაფრის დარღვევაა ".

ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ორმა ფაქტმა განარისხა - ოსეთის საზღვარზე, სოფელ პერევში რუსი სამხედროების ყოფნამ და აფხაზეთის გალის რაიონის მოსახლეობისათვის რუსული პასპორტების დარიგებამ. ერთი დღით ადრე მედია ცენტრმა "აფხაზეთის მთავრობა დევნილობაში" გააკეთა განცხადება კიდევ ერთ რუსულ დანაშაულზე: სამხედროები ჯავშანტექნიკით შევიდნენ სოფელ ჭუბურხინდში და წაართვეს მოსახლეობას ქართული პირადობის მოწმობები. რის შემდეგაც ავტომატების მუქარით აიძულეს მოეწერათ ხელი დოკუმენტზე, რომელშიც გამოთქმული იყო სურვილი ორ დღის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ. ამას შემდგომ მოყვება გამოცდილი პროპაგანდისტული კლიშე : უკანასკნელი დღეების განმავლობაში რაიონში სრული სიმშვიდეა, მაგრამ მოსახლეობა პანიკაშია.

"გალში მცხოვრები ქართველები იმ შემთხვევაში აიღებენ რუსულ პასპორტებს, თუ თბილისი მისცემს მათ ორმაგი მოქალაქეობის უფლებას, - განაცხადა ამავე მედია ცენტრმა. - წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული მოსახლეობა აპირებს დატოვოს რაიონის ტერიტორია. ცხოვრება იქ სულ უფრო მძიმე ხდება. ადგილობრივი მოსახლეობა გამუდმებული ტერორის ქვეშ იმყოფება ".

თვალნათელი ილუსტრირებისათვის ტელეკომპანიამ "რუსთავი 2" გადმოსცა, რომ "რუსმა ოკუპანტებმა" ჩამოართვეს ადგილობრივ მოსახლეობას მთელი იარაღი. დარეგისტრირებული სანადირო თოფებიც კი. ასევე ამოიღეს ქართული პირადობის მოწმობები.

ტელეკომპანიამ "იმედი" გადმოსცა, რომ ქართველები, რომლებიც აფხაზეთს ტოვებენ, თავშესაფარს მოსაზღვრე ზუგდიდის რაიონში ეძებენ. ასევე ითქვა, რომ ნაბაკევის სოფლის ათმა ოჯახმა დატოვა თავიანთი სახლები, მას შემდეგ, რაც აფხაზმა და რუსმა სამხედროებმა დაიწყეს ერთობლივი რეიდების ჩატარება შეგროვებული თხილის კონფისკაციის მიზნით.

"ტყუილია ეს ყველაფერი ! ", - აღშფოთდა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა. მისი თქმით , აგვისტოშიც კი, როდესაც კოდორის ხეობაში ტარდებოდა ქართველი შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ ოპერაცია, რესპუბლიკა არც ერთ ქართველს არ დაუტოვებია. "ხალხს გაუჩნდა მშვიდი ცხოვრების იმედი. რისი გულისათვის დატოვებენ მშობლიურ ადგილებს?! დეზინფორმაცია სჭირდება თბილისს, იმისათვის, რომ ისევ ალაპარაკდნენ ნაციონალისტურ პოლიტიკაზე, რომელსაც ვითომ ჩვენ ვატარებთ".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100