RSS
на русском en in english
22.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ვინ წავა ჟენევაში?

13.11.2008  |  14:47

1/5/9/59.jpegჟენევაში კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე დაგეგმილი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შესაძლოა ჩაიშალოს. გასული თვის განმავლობაში მხარეთა პოზიციები არ შეცვლა. ქართული მხარე თავის მოთხოვნებს აყენებს. სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს კი თავისი პირობები აქვთ.

აფხაზეთი ჯიუტობს და მოლაპარაკებებში მონაწილე დანარჩენი მხარეების მსგავსად თანაბარ სტატუსს მოითხოვს. ასეთივე მოთხოვნა აქვს სამხრეთ ოსეთსაც. გაეროს, ეუთოს და ევროსაბჭოს წარმომადგენლები ჯერ სოხუმში ჩავიდნენ,შემდეგ ცხინვალში, რათა კავკასიური რესპუბლიკების ხელმძღვანელობა მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე დაეთანხმებინათ. დელეგატები თბილისშიც იმყოფებოდნენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით დიალოგისათვის არცერთი მხარე მზად არ არის.

აფხაზურმა მხარემ დასაწყისშივე განუმარტა დიპლომატებს, რომ დათმობაზე არ წავა. „თუ ვინმე ფიქრობს აფხაზეთის, როგორც საქართველოს რეგიონის წარდგენას, ეს არ მოხდება" - განაცხადა პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა ევროსაბჭოს საქართველოში კრიზისული საკითხების სპეც-წარმომადგენელთან პერ მორელთან შეხვედრისას. „ასეთი სტატუსით არცერთ მოლაპარაკებაში არ მიგვიღია მონაწილეობა, მაშინაც კი როცა არ ვიყავით აღიარებულნი. ახლა კი ეს მითუმეტეს არარეალურია" - დასძენს ბაღაფში.

სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირობები მისაღები იქნება მათი დელეგაცია ჟენევაში გაემგზავრება. დღეს დასავლური დიპლომატების მზვერავი, ზემოთ მოხსენიებული პერ მორელი, ეუთოს ფუნქციონერი ჟან ტალასი და გაეროს სპეც-თავმჯდომარე იოჰან ვერბკე სამხრეთ ოსეთს ესტუმრნენ. მიღწეული შეთანხმებები ჯერ-ჯერობით ვარაუდის დონეზეა. შეხვედრის შედეგებზე გაკეთებულ კომენტარში პიერ მორელიმ ყველა მწვავე საკითხს თავი აარიდა: „ჩვენ ნაყოფიერად ვიმუშავეთ, იმ კვირაში ჟენევაში შევხვდებით და გავაგრძელებთ ერთიანი ძალებით". იოჰან ვერბეკემ თავის მხრივ აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან შეხვედრამ მეგობრულ და კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა.

თუმცა თბილისის, სოხუმისა და ცხინვალის მოლაპარაკებების მაგიდასთან მეორედ დასმის პერსპექტივა ისეთივე ბუნდოვანია, როგორიც დიპლომატთა გამოსვლები.

აღსანიშნავია, რომ ამჯერად რუსეთმა თავისი შუამავლობის გარეშე სოხუმთან და კონტაქტის საშუალება დაუშვა. ინტერფაქსს სმოლენსკის მოედნიდან წყარომ აცნობა, რომ მოსკოვი ამაზე ურთიერთმისაღები ფორმატის მიზნით წავიდა. „ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება - ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ იმ სხდომებში, სადაც წარმოდგენილი იქნება სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ამასთან ჩვენ არ ვაპირებთ იმ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღებას, რომლებიც ჩვენ გარეშე იქნება მიღებული" - აცხადებენ რუსეთის შიდა-პოლიტიკურ უწყებაში.

ამრიგად, ევროპულ დელეგაციებს პრაქტიკულად მოუწიათ დარწმუნება, რომ კავკასია - ფაქიზი საკითხია. ბაღაფშმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან მოლაპარაკების შემდეგ რაუნდში მონაწილეობას მხოლოდ „ისეთი მსოფლიო ლიდერების პატივისცემით დათანხმდა,როგორებიც მედვედევი და სარკოზი არიან". ცხინვალიც მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის მზადყოფნას გამოთქვამს, ოღონდ ისევ გარკვეული პირობების სანაცვლოდ . . .

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100