RSS
на русском en in english
19.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სამხრეთ ოსეთმა ქართველი ჯაშუში დაიჭირა

13.11.2008  |  17:03

1/6/0/60.jpegსამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ცხინვალისგან სამხრეთით მყოფ, ყოფილ ქართულ სოფლებში, აღმოაჩინეს ქართული სპეც-სამსახურების აგენტების სიები. გამოძიების ფარგლებში ჩატარდა პირველი დაპატიმრება - სახელმწიფოებრივ ღალატში დადანაშაულებულია სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სამსახურის მორიგე, უსაფრთხოების კომიტეტის თანამშრომელი, მაიორი თემურ გუჩმაზოვი.

გუჩმაზოვისადმი წაყენებულ ბრალდებას საფუძვლად დაედო მასალები, რომლებიც ნაპოვნი იქნა სოფელ თამარაშენში, საქართველოს თავდაცვის სახელმწიფო სამინისტროს კუთვნილ შენობაში. ჩრდილოეთ ოსეთის ჩეკისტები იტყობინებიან, რომ იქ აღმოაჩინეს მონაცემთა ბაზა აგენტების სახელებით, რომლებიც გადაიბირეს სხვადასხვა წლებში, ასევე აუდიოკასეტები, რომლებზეც ჩაწერილია მათთან მოლაპარაკებები. ჯამში ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის აღმოჩნდა რამდენიმე ეჭვმიტანილი. მაიორი თემურ გუჩმაზოვი დააპატიმრეს ჯერ კიდევ 29 სექტემბერს. რესპუბლიკის უსაფრთხოების კომიტეტმა ეს ინფორმაცია 11 ნოემბერს გაახმოვანა.

დაკითხვაზე მაიორმა თითქმის აღიარა ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა. მისი ჩვენებები მოწმობს, რომ ჯერ კიდევ 2005 წლის შემოდგომაზე მან ბაზარში გაიცნო ვინმე საშა, რომელმაც შესთავაზა საერთო ბიზნესის კეთება. საშას თბილისიდან უნდა ჩამოეტანა ახალი ფილმები DVD დისკებზე და ინსტრუმენტები, ხოლო გუჩმაზოვს - უნდა გაეყიდა ისინი ცხინვალში. ამგვარი ბიზნესი - უკანასკნელ ომამდე სამხრეთ ოსეთში ჩვეული პრაქტიკა იყო: ვაჭრობას იქ ქართველები ვერ ბედავდნენ, ამიტომაც ცდილობდნენ შუამავლების - ოსების დახმარებით მოქმედებას.

დაკავებულის მონაყოლით, საშასთან შეხვედრებისას, ის დროდადრო ეკითხებოდა "ქალაქში არსებულ ვითარებაზე, გზების მდგომარეობაზე, იმაზე, თუ რამდენჯერ აჩერებენ გზაში და ჩხრეკენ თუ არა მანქანებს". შემდეგ ბიზნეს პარტნიორს დააინტერესა სად მუშაობს ის, რამდენი აქვს ხელფასი და ვინ არის მისი უფროსი.

"შეხვედრების პირველ ეტაპზე მე ვერ ვხვდებოდი, რომ ის - სპეცსამსახურის თანამშრომელი იყო, -ირწმუნება მაიორი. - როდესაც საშა სხვადასხვა სახის შეკითხვებს იძლეოდა ამას ის სხვათა შორის აკეთებდა".

მიუხედავად ამისა, მაიორს ეს საუბრები საეჭვოდ მოეჩვენა და გაურბოდა ამ ბიზნეს პარტნიორთან ურთიერთობას. მაშინ მან წარუდგინა გუზმაჩოვს საუბრების ჩანაწერები და განუცხადა, რომ თუკი ის უარს იტყოდა სამომავლო კონტაქტებზე, ამ ჩანაწერებს მის ხელმძღვანელობას გადასცემდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100