RSS
на русском en in english
18.08.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ოპოზიცია პოლიტ-პატიმრების განთავისუფლებას ითხოვს

13.11.2008  |  17:08

1/6/1/61.jpegსაქართველოს ხელისუფლება მაშტაბური ამiნისტიის პარალელურად იმ პატიმართა შეწყალებასაც გეგმავს, რომლებიც კანონ-პროექტის თანახმად ამინისტიით განთავისუფლებულნი ვერ იქნებიან. საქართველოს პარლამენტSi შექმნილი ანტი-კრიზისულ საბჭოს წევრებმა შეადგინეს იm პატიმარების სია, რომლებიც მათი აზრით შეწყალებულნი უნდა იყვნენ. სიაში 16 ადამიანია, მათ შორის ტელეკომპანია „202"-ის დამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი, ტელეკომპანია „აჭარა"-ს ყოფილი ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე, საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის ნათესავი და პარტია „სამართლიანობის" ერთ-ერთი ლიდერი მაია თოფურია და ის პირები ვინც პატიმრობაში პოლიტიკური მოტივით იმყოფებიან.

სიაში არიან „ლეიბორისტული პარტიის" წევრები და „გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენლები, რომლებიც საპროტესო აქციაზე დააკავეს.

მუხლები, რომლის მიხედვითაც ეს ადამიანები დაპატიმრებულნი არიან ამინისტიის შესახებ კანონ-პროექტში შეტანილი არ არის და ამიტომ ანტი-კრიზისული საბჭოს წევრები მათ შეწყალებას მოითხოვენ. „გადაწყვეტილება პირველ რiგში პრეზიდენტმა სააკაშვილმა უნდა მიიღოს. გადაწყვეტილება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური იქნება" - განუმარტა ჟურნალისტებს ანტი-კრიზისული საბჭოს წევრმა, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა.

კანონ-პროექტი უკვე შეთანხმებულია პარლამენტთან და მთავრობასთან. დღეს პარლამენტის კომიტეტში ამ პროექტის განხილვა დაიწყება. პარასკევს კანონ-პროექტი პირველი მოსმენით განიხილება, ხოლო მომდევნო კვირას მეორე და მესამე მოსმენით მას დეპუტატები დაამტკიცებენ.

ამინისტიის შესახემ კანონ-პროექტის საფუძველზე ორიათასმადე პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს, პატიმრობის ვადა სამიათასხუთას პატიმარს ორჯერ შეუმცირდება, ხოლო ექვსიათასხუთას მოქალაქეს პირობითი სასჯელი მოეხსნება. საპარლამენტო ოპოზიცია თვლის, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის ბრალდება, იმის თაობაზე, რომ პროექტი მათ გარეშე შემუშავდა, უსამართლოა. „ამ კანონ-პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება ყველა პოლიტიკურ ძალას შეეძლო, მაგრამ მათ ასეთი მისწრაფება არ გამოუვლენიათ" - აცხადებენ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები.

საპარლამენტო უმცირესობა, ასევე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ რეალურად ამინისტია მაშტაბური არ იქნება. ოპოზიციონერ დეპუტათა განცხადებით ამჯერად ამინისტია 12 ათას ადამიანს შეეხება და უკანასკნელი წლების მანძილზე ეს ყველაზე ფართო მაშტაბიანი Sewyaleba იქნება ქვეყანაში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100