RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საერთაშორისო არენაზე საქართველოს რეპუტაციამ დიდი დარატყმა მიიღო

17.11.2008  |  10:15

საქართველოს ხელისუფლებამ მთლიანად დაკარგა ნდობა როგორც საკუთარი ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ. ახლა ის ამაზრზენ, ბინძურ თამაშს აწარმოებს, თამაშს სხვა ადამიანების ბედ-იღბლით.

ასე შეაფასა კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, რომელსაც ამჟამად პარლამენტი იხილავს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ექს-მინისტრმა და ოპოზიციური პარტიის "საქართველოს გზა" ლიდერმა-სალომე ზურაბიშვილმა.

1/6/6/66.jpegმისი თქმით, ამნისტია ხელისუფლებისთვის ისეთივე ვაჭრობის საგანი გახდა, როგორც სხვა ყველაფერი დანარჩენი, რაც აქამდე გაუკეთებიათ. (კანონპროექტს ამნისტიის შესახებ, საქართველოს პარლამენტი 14 ნოემბერს პირველი მოსმენით განიხილავს და წინასწარი ინფორმაციით, ამნისტიის შედეგად, რომელიც გამოცხადებული იქნება 23 ნოემბერს, გათავისუფლებული იქნება დაახლოებით 2000 პატიმარი. 3500 მსჯავრდებულს ვადა ორჯერ შეუმცირდება და 6500 გაუუქმდება პირობითი სასჯელი).

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გუშინ დაბრუნდა საფრანგეთიდან, გამოვიდა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერით და შეეცადა დაეხატა სურათი, თუ როგორ არიან საქართველოს მიმართ განწყობილნი საზღვარგარეთ.

მან აღნიშნა, რომ სააკაშვილის და მისი მთავრობის "წყალობით" საქართველოს რეპუტაცია საერთაშორისო არენაზე საკმაოდ შელახულია.

"სააკაშვილის კრედიტი ამოიწურა და ეს ჩემი პირადი აზრი არაა, ეს დასავლეთის აზრია. უკვე აღარავის სჯერა სააკაშვილის თეზისების, რომ ომი მას არ წამოუწყია. დასავლეთის ნდობა საქართველოსთან მიმართებაში იმდენად დაბალია, რომ ჩვენ ძალიან რთული სამუშაო გველის, ამ ნდობის დაბრუნებისათვის".-განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი შეფასებით, უკიდურესად მძიმე სიტუაციაა საქართველოში. ერთის მხრივ ხელისუფლება ჩიხში შევიდა, მეორე მხრივ ოპოზიცია დაქუცმაცებულია. ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასთან შევიდა მოლაპარაკებაში, მეორე ნაწილი განზე გადგა. ამ სიტუაციაში საქართველოს გაუჭირდება დიალოგის წარმოება".

თუ კი სააკაშვილი და ახალი პრემიერ მინისტრი მგალობლიშვილი, უცაბედად სადღაც გაუჩინარდებიან, ქვეყანაში უნდა იყოს ლიდერი ან ლიდერთა ჯგუფი, საკუთარი კონკრეტული პროგრამა მინიმუმით, რომელიც დაანახებდა დასავლეთს, ცოდნას იმისა თუ როგორ გამოიყვანონ ქვეყანა კრიზისიდან და მიიყვანონ მომავალ არჩევნებამდე"-თქვა ბურჯანაძემ.

მან კიდევ ერთ ტყუილში ამხილა საქართველოს პრეზიდენტი, განაცხადა რა, რომ ის საფრანგეთში კერძო ვიზიტით იმყოფებოდა და შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზისთან, სააკაშვილის თხოვით უნდა შემდგარიყო. (ამასობაში ქართული მასმედია, პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით გვაუწყებდა, რომ ეს შეხვედრა გავლენას მოახდენს ევროკავშირის სამიტის შედეგებზე და საქართველოს თემა, ერთ-ერთი პრინციპული საკითხი იქნება რუსეთისა და ევროკავშირის მომავალი ურთიერთობების განსაზღვრაში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100