RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ესტონეთს მეხუთე კოლონის შეეშინდა

17.11.2008  |  16:38

ადგილობრივი პარლამენტის დეპუტატებმა განგაშის ატეხეს. მათ უკვე რუსული ტანკების შემოჭრა ელანდებათ.

1/6/8/68.gifევროკავშირის საკითხებში საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, მარკო მიხკელსონმა პირველი , არასახუმარო განცხადება გააკეთა. მისი მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენთმა ნათლად აჩვენა, რომ მოსკოვი ესტონეთის სახელმწიფოებრიობას ემუქრება და უახოლოეს წლებში რუსეთი ბალტიისპირეთზე, საკუთარი პოლიტიკური გავლენის გავრცელებას ეცდება. ადგილობრივი რუსები - განსაზღვრის მიხედვით მეხუთე კოლონაა , ამიტომ ესტონეთი და ლატვია მაქსიმალურად საშიშ ზონაში ხვდებიან და სავარაუდოთ „რუსული აგრესიის" შემდეგი ობიექტები იქნებიან.

ამ გამოსვლას პოლიტიკოსის ყველა კოლეგა როდი დაეთანხმა. მათი შეშფოთების მიზეზი გაცილებით შორს მიდის. ვითომ, კრემლი არ გაჩერდება, ვიდრე მთელ მსოფლიოს არ დაიპყრობს. „ეს მხოლოდ პროლოგია"-აშიშვლებს „კრემლის ბოროტ ზრახვებს" მეორე სპეციალისტი ჩვენი ქვეყნის დარგში, ესტონეთის ყოფილი ელჩი რუსეთში- მარტ ხელმე და აცხადებს: „ერთაშორის შეტაკების პროვოცირებით, რუსეთს ბალტიისპირეთში საომარი ინტერვენციის საშუალება ეძლევა. რიგში შემდეგი რუსეთის სპეც-სამსახურების გეგმით „ძველი" ევროპაა და ამით მთელ ევრაზიაში რუსეთის დომინირება გარანტირებულია".

ნაციონალისტურად-მონდომებული დეპუტატების მზერა მაშინათვე ჩრდილო-აღმოსავლეთით წარიმართა. ქალაქებში ნარვა, სილამიაე და კოხტლა-იარვე მოსახლეობის უმრავლესობა ეროვნებით რუსია. სეიმის დეპუტატმა და სამამულო კავშირის გენერალურმა მდივანმა მარგუს ცახკნამ სიტუაციას ნარვა-ში სახიფათო უწოდა: „პანიკის საფუძველი ჯერ არ არსებობს, თუმცა აგვისტოში რუსეთმა აჩვენა, რომ იგი მზადაა თავის თავს, საკუთარი მოქალაქეების სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დაცვის უფლება მისცეს. საქართველოში წარმოებულმა ომმა საერთაშორისო სამართლის საზღვრები შეცვალა, და ევროკავშირმა ამასთან დაკავშირებით ვერაფერი იღონა. ამჟამად ნარვის 70 ათასი მოსახლიდან 23 ათასი სწორედ რუსეთის მოქალაქეა. ამასთან ქალაქში რუსული პსპორტების მასიური დარიგება გრძელდება".

თუმცა, რუსეთის საელჩომ საყოველთაო პასპორტიზაცია არ დაადასტურა. „დაუმოწმებელი ფაქტებით და ვარაუდებით ხელმძღვანელობა აბსოლიტურად მიუღებელია. ესტონეთის გარკვეულ წრეებს სურთ კონიუქტურული პოლიტიკური მიზნებით საზოგადოება „საყოველთაო პასპორტების დარიგებით" შეაშინონ და ამით ესტონეთში ნატურალიზაციის დონის მკვეთრი ვარდნისაგან ყურადღება გადაიტანონ რუსეთზე" - აცხადებს ნარვაში, რუსეთის გენერალური კონსული, ნიკოლაი ბონდარენკო.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100