RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოს ხელისფლებამ ”ჩაასწორა” შესაწყალებელთა სიები

18.11.2008  |  09:55

საქართველოს ხელისუფლებამ იმ პირების სია შეამცირა, რომლებიც პარლამენტის ანტიკრიზისულმა საბჭომ შეწყალებისთვის წარადგინა.

როგორც განუცხადა ჟურნალისტებს ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარემ-გიორგი თორთლაძემ: სიიდან ამოღებულია ტელეკომპანია «202»-ის ყოფილი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი, ასევე ყოფილი უსაფრთხოების მინისტრის, ამჟამად სამრთალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი იგორ გიორგაძის ნათესავი, მაია თოფურია და კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის და, ნორა კვიციანი.

1/7/0/70.jpegთორთლაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით , სიების დაბრუნერბისას, გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს პირები პოლიტპატიმრები არ არიან, მათ სერიოზულ სისხლის სამართლის სხვადასხვა სახის დანაშაულში მიუძღვით ბრალი და სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადონ.

შალვა რამიშვილი, რომელიც დაპატიმრებული იქნა საქართველოს პარლამენტის უკვე ყოფილი დეპუტატის, მმართვლი პარტიის წევრის კობა ბექაურის მაკომპრომეტირებელი სკანდალური ფილმის გადაღების შემდეგ. გასამართლებულია ბაქაუერისგან თანხის გამოძალვისათვის.

მაია თოფურია დაკავებულია, იგორ გიორგაძის პარტია "სამართლიანობის" სხვა წევრებთან ერთად და გასამართლებულია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით. რაც შეეხება ნორა კვიციანს, მისი სახლის ჩხრეკისას აღმოჩენილი იქნა ტყვია-წამალი და ცეცხლსასროლი იარაღი.

შესაწყალებლად წარდგინებულთა სიაში ჩართული იყვნენ ის მსჯავრდებულები, რომლებიც არ ექვემდებარებოდნენ პარლამენტის მიერ განსახილველ კანონს ამინისტიის შესახებ. ოპოზიციონერი დეპუტატები კი თვლიან, რომ რამიშვილი, თოფურია და კვიციანი, როგორც მათ მიერ სიაში შეყვანილი ყველა სხვა პირი, პოლიტპატიმრები არიან და უნდა განთავისუფლდნენ.

ამინისტია რომელიც, საქართველოს ხელისუფლების განცხადებით ყველაზე მასშტაბური იქნება ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში, 23 ნოემბერს გამოცხადდება. ამ დღეს განთავისუფლდება 2000 მსჯავრდებული, 3500 პატიმრობის ვადა ორჯერ შეუცირდება, ხოლო 6500 ადამიანს მოუხსნიან პირობით სასჯელს.

არა საპარლამენტო ოპოზიცია ამ ამინისტიას ფორმალურს უწოდებს და აცხადებს, რომ რეალურად შეწყალება არ იქნება ისეთი მასშტაბური, როგორც ამას მთავრობა ირწმუნება. ამავე აზრისაა მოძრაობა "ერთიანი საქართველოსათვის" ერთ-ერთი ლიდერი- ეკა ბესელია,მისი თქმით- კანონ-პროექტში ამინისტიის შესახებ, ბევრი ისეთი მუხლია ჩადებული, რომლის მიხედვითაც საქართველოში არავინაა გასამართლებული და შესაბამისად არ იხდის სასჯელს. რეალური პატიმრები და პოლიტ-პატიმრები შეწყალებაში არ მოხვდებიან.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100