RSS
на русском en in english
27.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოში თავსუყრის ჯარებს რუსეთი

18.11.2008  |  18:31

1/7/4/74.jpegგანცხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ალასანიამ 17 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, მოსკოვმა არამც თუ არ გაიყვანა ჯარები მისი ქვეყნის ტერიტორიიდან, არამედ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში აფართოებს სამხედრო დასწრებას.

ამას მოჰყვა სტანდარტული ბრალდებები სარკოზი-მედვედევის გეგმის შეუსრულებლობისა და „აგრესიის გაგრძელების" მიზნით მოწყობილ პროვოკაციებზე.

„გახშირდა შეიარაღებული თავდასხმები. სოფელ ფლავში დღევანდელ ინციდენტს ორი ადამიანი შეეწირა. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და მათ შესაბამის მასალებსაც წარუდგენთ"- აღნიშნა ალასანიამ.

ინციდენტი სოფელ ფლავში დღისით, 17 ნოემბრს მოხდა. სოფლის შემოგარენში ამოუცნობი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ გაგზავნა ექსპერტთა ჯგუფი. როგორ გააუვნებელყვეს სპეციალისტებმა ჩამოვარდნილი „დრონი" (უპილოტო ავტომატური საფრენი აპარატი) ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ ის განაღმვის სპეციალისტების მისვლიდან ცოტა ხანში აფეთქდა. აფეთქების შედეგად შსს-ს ორი თანამშრომელი გარდაიცვალა,რვა კი მრავლობითი დამწვრობით რეანიმაციაში მოხვდა. დაზარალდა ასევე ათი წლის ბიჭი, რომელიც გამნაღმველთა მუშაობას უყურებდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაშინვე განაცხადა,რომ ეს რუსული ტერაქტია. უწყების განმარტებით ოკუპანტებმა თვითმფრინავი ტროტილით გაავსეს,გააფრინეს, ჩამოაგდეს და როცა უპილოტო აპარატთან პოლიციელთა ჯგუფი მივიდა,იგი მაშინ აფეთქდა. უნდა მიხვდე,რომ იქვე, სადღაც გვერდით დეტონატორით აღჭურვილი ჩეკისტიც იყო.

ვიცე-სპიკერის,მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, ინციდენტი სოფელ ფლავში - ეს კიდევ ერთი სიგნალია საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, რომლებიც კონფლიქტით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად არიან მოწვეული. როგორც მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში პროვოკაციები გრძელდება და დღევანდელმა ფაქტმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ძალა, რომელმაც საქართველოს რეგიონების ოკუპაცია მოახდინა, დაუფარავ აგრესიას ანხორციელებს. ჩვენს მტრებს სურთ რაც შეიძლება გაამწვავონ სიტუაცია კონფლიქტის ზონებში. საქართველო ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რათა მსგავს პროვოკაციებს არ წამოეგოს"-აცხადებს მაჭავარიანი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100