RSS
на русском en in english
22.08.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ევროკავშირის დამკვირვბლები სროლაში მოჰყვნენ

18.11.2008  |  18:35

1/7/5/75.jpeg16 ნოემბერს ევროკავშირის წარმომადგენლები, აფხაზეთის საზღვარზე სროლში მოჰყვნენ. როგორც ევროკავშირის მისიის განცხადებაშია ნათქვამი, მათ არ აქვთ მიზეზი ივარაუდონ, რომ ცეცხლი კონკრეტულად დამკვირვებლებს გაუხსნეს. მიუხედავად ამისა, ამგვარი ქმედებები ყოვლად მიუღებელია.

ევროპელები უცნაურ ისტორიაში გაეხვიენ. დამკვირვებლების მონაყოლით, ისინი შეიარაღებული შეტაკების დეტალებს სწავლობდნენ, რომლის დროსაც ქართველი პოლიცილელი დაიღუპა. სოხუმის აზრი სხვაგვარია-იქ დარწმუნებულები არიან, რომ ევროკავშირის დამკვირვებლებმა, ქართულ პოლიციასთან ერთად გადაკვეთეს საზღვარი.

როგორც გვატყობინებენ აფხაზეთიდან, შაბათს სოფელ საბერიოსთან ახლოს აფხაზი მესაზღვრეები, ქართველი დივერსანტების ჯგუფთან ჩაებნენ ბრძოლაში. " ორმხრივი ცეცხლის შედეგად, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ქართულ მხარეს მოკლულები ჰყავს"-განაცხადა შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების უფროსმა-ლოურენს კოგონიამ. საქართველომ, ჩვეულებისამებრ ეს ყველაფერი უარყო. თბილისის ინფორმაციით, აფხაზურმა ბანდფორმირებებმა სროლა გაუხსნეს ქართველების დამკრძალავ პროცესიას. თავდასხმის შედეგად მოკლული იქნა ერთი ქართველი პოლიციელი და სამი დაიჭრა. დასაფლავებაზე ამდენი პოლიციელი რატომ აღმოჩნდა, ამას ქართული მხარე არ გვიხსნის. ალბათ პოლიცია პროცესიის მონაწილეებს, მიცვალებულისაგან იცავდა.

ევროკავშირის წარმომადგენლების პრეტენზიამ, აფხაზეთში მოულოდნელი რეაქცია გამოიწვია. რესპუბლიკის პრეზიდენტის, გალის რაიონში პოლიტ-წარმომადგენლის რუსლან ქიშმარიას განცხადებით, პოლიციელებთან ინციდენტი სწორედ ამ ტერიტორიაზე მოხდა. და თუ კი ევროკავშირის დამკვირვებლები ცეცხლში მოჰყვნენ, ესეიგი მათ აფხაზეთის ტერიტორიაზე არა ლეგალურად შეაღწიეს.

"გალის რაიონში განვითარებულმა მოვლნებმა, აჩვენა , რომ შეიარაღებულ პროვოკაციებში, რომლებსაც საქართველო აწყობს, მონაწილეობას ევროკავშირის დამკვირვებლებიც იღებენ,-განაცხადა ქიშმარიამ -გასულ შაბათს, ისინი ქართულ შეიარაღებულ ქვედანაყოფთან ერთად გადმოვიდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე. რა უფლებით მოქმედებდნენ ისინი ამგვარად? რა თქმა უნდა, ჩვენმა ქვედანაყოფებმა

უკან განდევნეს ქართველი სამხედროები. ალბათ, სწორედ ამ დროს მოჰყვნენ ორმხრივ ცეცხლში, პროვოკაციაში მონაწილე ევროკავშირის წარმომადგენლები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამგვარი ქმედებები არ უწყობს ხელს სიტუაციის დარეგულირებას კონფლიქტის ზონაში. პირიქით პროვოცირებას უკეთებენ საქართველოს მორიგი უპასუხისმგებლო ქმედებებისაკენ."

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100