RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოს შერიგება უნდა? მაგრამ რა ფასად...

20.11.2008  |  09:52

1/8/0/80.jpeg"თბილისი მზადაა რუსეთთან ყოველმხრივი ურთიერთობების მოწესრიგებისათვის"-განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა-ეკა შარაშენიძემ. მინისტრი 18 ნოემბერს გამოჩნდა რომში, სამხრეთ კავკასიის ეკონომიკის პრობლემენისადმი მიძღვნილ კომფერენციაზე. "ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გავაუმჯობესოთ, ჩვენი ურთიერთობები- გვაუწყა მან - მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ძალიან რთულია დიალოგზე ვისაუბროთ. აუცილებელია რუსეთმა გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან -ბუფერული ზონებიდან, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან". სხვაგვარად, რომ ვთქათ გამოდის საქართველო მზადაა პირველმა გაუწოდოს მეგობრობის ხელი მოსკოვს. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის აღიარებს რომ აფხაზთი და ოსეთი არ არის დამოუკიდებელი ქვეყნები და ცხინვალზე თავდასხმა მხოლოდ უბრალო გაუგებრობა იყო. მოსკოვთან მოლაპარაკებების გამართვაზე მზადყოფნის დეკლარირება მხოლოდ შარაშიძეს არ მოუხდენია. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც საუბრობდა მშვიდობისმოყვარეობაზე და იმავდროულად პრინციპის შეუვალობაზე, რომელიც ერთნაირად ძვირფასია უმაღლესი კანონმდებლობითი და აღმასრულებლი ხელისუფლებისთვის.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ მოლაპარაკებების პროცესს, და ვთვლით, რომ არსბული პრობლმები ზუსტად ამ ფორმატით უნდა გადაიჭრას. ჩვენ მზად ვართ ვიყოთ მაქსიმალურად მოქნილბი და გავითვლიასწინოთ ყველას ინტერესები, - განცხადა ბაქრაძე. - მაგრამ ამ მოლაპარაკებების საბოლოო შედეგმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ". თბილისის პოზიცია შთამბეჭდავია: ის დიდი მონდომებით წავა და თვითონაც კი იქნება ინიციატორი მოლაპარაკებებისა, მაგრამ ისეთის, რომელიც მოუწოდებს აფხაზეთს და ოსეთს საქართველოს საზღვრებში დაბრუნებისკენ. სხვა ვარიანტები, როგორც ჩანს, კატეგორიულად მიუღებელია. მსგავს მშვიდობიან ინიციატივებს, როგორც ჩანს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - პოტენციური მოკავშირეებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ვინ წამოეგება ამაზ?... შეიძლება, მსგავსი სახის ეჭვმა შეაწუხა პარლამენტის უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე, რომელმაც იმ დღესვე დაადანაშაულა მშობლიური მასმედია PR-პასიურობაში.

"ქვეყნის რეპუტაცია დღითიდღე ფუჭდება მსოფლიოს თვალში,- განაცხადა თარგამაძემ.- ასეთ ფონზე სრულიად გაუგებარია ჩვენი შიდაპოლიტიკური უწყების პასიურობა. ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი ომისა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული, არის სანფორმაციო ბრძოლა. ცხინვალის მოვლენების პერიოდში და მის შემდეგაც, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, საქართველო აშკარად მომგებიან პოზიციებს იკავებდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში თანაფარდობა აშკარად იცვლება, ჩვენი მხრიდანაც ვერ ვხედავთ რაიმე აქტიურ ნაბიჯებს. საქართველომ არ უნდა დაუშვას, რომ მოხდეს საზოგადოებრივ აზრში რადიკალური გარდატეხა, ქვეყნის საზიანოდ".

საინფორმაციო ომის წაგება ყველაზე კარგად დაახასიათა პროსამთავრობო საიტმა Georgia Online. ოქტომბრის პირველ ნახევარში იქ გაჩნდა სტატია სათაურით "რუსეთმა დასავლეთს საკუთარი სიმართლე მოახვია თავს". საუბარი ამ სტატიაში იმაზე იყო,

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100