RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ჟენევა: საუბარი შედგა, პრობლემები პრობლემებად დარჩა

20.11.2008  |  09:54

1/8/1/81.jpegკავკასიასთან დაკავშირებული საერთაშორისო მოლაპარაკებების მეორე რაუნდს, სტარტი უნდა აეღო 18 ნოემბერს, ჟენევის ერების სასახლეში. "ტექნიკური მიზეზების გამო" სხდომა ერთი დღით გადაიდო. სწორედ აქ შედგა საერთაშორისო დიპლომატიის მორიგი ჩავარდნა.

კონფერენციას მკაცრი განცხადებების მთელი წყება უძღვოდა წინ.

თავდაპირველადვე ოფიციალურ მონაწილეებად იქნენ აღიარებული რუსეთი, საქართველო და ა.შ.შ. ამათ გარდა საერთაშორისო სამედიატორო მოსამართლეების როლს, ირგებდა სამი საერთაშორისო ორგანიზაცია: ევროკავშირი, გაერო და ეუთო. ბოლო პერიოდამდე აფხაზები და ოსები უარს აცხადებდნენ ჟენევის კონსულტაციებში ოფიციალური სტატუსის გარეშე მონაწილეობაზე. თუმცა, უკვე გასულ პარასკევს სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ორგანიზაციისაგან, როგორც პროცესში მონაწილე მხარეებმა მიიღეს ოფიციალური მოწვევები. საპასუხოდ თბილისმა მხილებების კორიანეტელი დააყენა.

"არავითარ ინფორმაციას აფხაზეთის მხარისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭების შესახებ, მე არ ვფლობ".- განუცხადა ჟურნალისტებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა-თემურ იაკობაშვილმა. თუმცა, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე- დავით დარჩიაშვილამდე ამგვარმა ინფორმაციამ მაინც მიაღწია. მან განაცხადა, რომ: "სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტული წარმომადგენლების ოფიციალური მიწვევა არ ნიშნავს, მათ საერთაშორისო აღიარებას".

პრინციპული მნიშვნელობა ამას საქართველოსთვის არ აქვს. საქართველოს ხელმძღვანელობა კვლავ დაჟინებით მოითხოვს, რომ ამიერკავკასიის ახლად წარმოქმნილი სახელმწიფოების წარმომადგენლები, არ უნდა დაიშვან პლენარულ სხდომებზე. ლეგიტიმურ წარმომადგენლებად საქართველოს მხოლოდ თავისი მარიონეტების, მალხაზ აქიშბაიასა და დიმიტრი სანაკოევის, ხილვა სურდა. ისინი კიდევ ერთხელ გამოიტყუეს თბილისის ჭადრაკის სასახლიდან და მიიყვანეს შეხვედრაზე. თუმცა თბილისში მშვენივრად ესმოდათ, რომ აფხაზურ და ოსურ დელეგაციებს შეიძლება კარი გაეჯახუნებინათ, ამ წარმომადგენლების დანახვაზე. კავკასიაში გამცემლის გვერდით ჯდომაც კი სირცხვილად ითვლება. წინა მოლაპარაკებებიც სწორედ ამის გამო დასრულდა უშედეგოდ - მხარეებმა სკანდალით დაიწყეს გარკვევა, ვინ ვის წარმოადგენს და ვინ ვინ გასცა. შემდეგ კი, პროტესტის ნიშნად ყველა წავიდა.

"სიტუაცია დისკუსიის ფორმატით, გაუგებარი იყო თვით მონაწილეებისთვისაც კი,- განაცხადა თბილისის განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდის წამყვანმა ანალიტიკოსმა პაატა ზაქარეიშვილმა. - საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში განგებ არიან ჩართული პირები, რომლებიც აფხაზებისა და ოსებისთვის გამაღიზიანებელნი არიან. მხოლოდ ამის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს დელეგაცია ჟენევაში შეხვედრის ჩასაშლელად გაემგზავრა".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100