RSS
на русском en in english
25.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რუსეთით მშობლიურ საქრთველოს და ევროპასაც კი აშინებენ

20.11.2008  |  14:39

თითქოს და რუსეთი ემუქრება მათ. და ოცნებობს დაბრუნდეს სამყაროში, როგორც რეფორმირებული საბჭოთა იმპერია. ასე ფიქრობს, ან შესაძლოა მხოლოდ საუბრობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისრი ეკა ტყეშელაშვილი.

სსრკ-ს გახსენების მიზეზი რუსეთის თავდაცვის მინისტრის ალექსანდრე სერდიუკოვის ახლახანს გაკეთებული განცხადება გახდა.

1/8/2/82.jpeg"ჩვენ გვაწუხებს ქართული ხელისუფლების მხრიდან საომარი პოტენციალის გაფართვოება და სწრაფვა ქვეყნის ნატოში "შეთრევისა", -განაცხადა მან ანკარაში, თურქეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. - საქართველოს ნატოსკენ სწრაფვამ შეიძლება უფრო მეტად სერიოზულ კონფლიქტს გაუკეთოს პროვოცირება, ვიდრე ეს აგვისტოში იყო".

საქართველოს მთავარმა დიპლომატმა ეს გაიგო, როგორც პირდაპირი მინიშნება მორიგ დაშოშმინებაზე საომარი ძალების პოზიციიდან.

"რუსეთი ემუქრება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპასაც, - აღშფოთდა ტყეშელაშვილი. - ამაზე მოწმობს მედვედევის განცხადება კალინინგრადში კომპლექსების "ისკანდერ"-ის განთავსებასთან დაკავშირებით, რაც ევროპის მხრიდან აღქმული იყო, როგორც პირდაპირი მუქარა. ჯერ არ ჩანს, რომ რუსეთი შეცვლილი იყოს კონსტრუქციულობისაკენ. ეს, რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ხელისუფლება უარს იტყვის იმ გზაზე, რომელიც დაიწყეს საქართველოსთან აგრესიით. მოსკოვი ისწრაფვის ახალი იმპერიის შესაქმნელად, მაგრამ რამდენსაც არ უნდა ეცადოს ის აღადგინოს საბჭოთა კავშირი, თანამედროვე საერთაშორისო საზოგადობაში მას ეს არ გამოუვა. მოსკოვში უბრალოდ მსოფლიო საზოგადოების პოზიციის არ ესმით ".

რუსეთის ახალი საომარი ინტერვენცია, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საერთაშორისო საზოგადოება შემდგომშიც არ მიიღებს არანაირ ზომებს - შეიტანა თავისი განმარტება 18 ნოემბერს ვიცე პრემიერმა გიორგი ბარამიძემ. მას ბოლომდე ეთანხმება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე, რომელმაც - ვითომც და იმისთვის, რომ დაეხმაროს დასავლელ პოლიტიკოსებს, ჩამოცილდნენ სადეზინფორმაციო გზებს - მოუწოდა საქართველოს მისამართით მტრული პროპაგანდის დაუყოვნებლივი ნეიტრალიზაციისაკენ.

"ქვეყნის რეპუტაცია მსოფლიოს თვალში დღითი დღე უარესდება, - განმარტა თარგამაძემ .- ამ ფონზე საერთოდ გაუგებარია ჩვენი შიდაპოლიტიკური უწყებების პასიურობა, რომელიც უკანასკნელ პერიოდში გახდა შესამჩნევი. ცხინვალში მომხდარი მოვლენების დროს და მას შემდეგაც, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, საქართველო აშკარად იმარჯვებდა რუსეთის ფედერაციაზე საინფორმაციო ომში. უკანასკნელი ორი კვირაა აშკარად შეიმჩნევა თანაფარდობის ცვლილება. და სამწუხაროდ ჩვენი მხრიდან ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე აქტიურ ნაბიჯებს ".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100