RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ევროკავშირმა ”რუსულ ცდუნებას” ვერ გაუძლო

17.11.2008  |  14:43

"ევროკავშირი ვერ გაუმკლავდა ცდუნებას, - იმეორებს ცნობილი ქართველი პოლიტოლოგი არჩილ გეგენიძე. - მან რუსეთთან გრძელვადიანი თანამშრომლობა არჩია საქართველოს ინტერესების დაცვას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ ორგანიზაციამ თავად თქვა უარი საერთაშორისო სამართლის პრინციპების ბოლომდე დაცვაზე".

ერთიანმა ევროპამ პირველად მიიღო საქართველოსთან გაკიცხვა. ამის მიზეზი ევროკავშირის ნიცაში გამართული სამიტი გახდა, რომელიც 14 ნოემბერს ჩატარდა. ქართული ადმინისტრაცია მანამდე ჯიუტად აცხადებდა, რომ ევროკავშირი საქართველოს დაიცავდა უკანასკნელ სისხლის წვეთამდე. სამიტამდე ერთი დღით ადრე სააკაშვილი პარიზში ჩავიდა. ის ცდილობდა დაერწმუნებინა სარკოზი, გადაედო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გასამართი მოლაპარაკება რუსეთთან. რის შემდეგაც ყველას გასაგონად განაცხადა, რომ საფრანგეთი საქართველოს მხარს დაუჭერდა.

1/8/3/83.jpegმას ეთანხმებოდა მუდმივი მოკავშირე ლიტვაც - საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივანმა ჟიგიმანტას პავილენისმა თქვა, რომ "სანამ რუსეთი არ გაიყვანს ჯარს საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან, ევროკავშირი ხელს ვერ აღმართავს სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმების რატიფიკაციაზე".

ეს მოლოდინი არ გამართლდა. ევროკავშირმა არა მხოლოდ მიიღო რუსეთთან დიალოგის განახლების გადაწყვეტილება, 17 ნოემბერს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოფიციალურად მიიწვიეს ჟენევაში "კავკასიურ მოლაპარაკებებზე". აქამდე ევროსაბჭო ამ რესპუბლიკების წარმომადგენლებს მხოლოდ რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში ყოფნის შემთხვევაში იღებდა.

ეს გულუხვი ჟესტი იყო. მომავალი შეხვედრისგან არავინ ელის რაიმე მოულოდნელობას. საქართველოს დელეგაციამ უკვე განაცხადა, რომ აპირებს მოითხოვოს რუსული ჯარის სრული გაყვანა თავისი ტერიტორიიდან, აფხაზეთისა და ოსეთის ჩათვლით. მან მოსკოვი წინასწარვე დაადანაშაულა მოლაპარაკებების ჩაშლაში.

"თუკი ჟენავაში ოსური და აფხაზური მხარეები მონაწილეობას მიიღებენ დამოუკიდებელი სტატუსით, ქართული მხარე მოლაპარაკებებს დატოვებს, - განაცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ. - პროტესტის ეს გამოხატულება იქნება გამართლებული და მიზანშეწონილი".

არსებითად, ევროკავშირმა საქართველო საბოლოოდ დათმო. ამ ინიციატივის წამოწყებად კვლავ ნიკოლა სარკოზი მოგვევლინა. ის იყო რუსეთის მთავარი ადვოკატი. ფრანგი პრეზიდენტის ოჯახის ახლო მეგობარმა ომარ არფუშმა თქვა, რომ სამიტს წინ უძღოდა სარკოზისა და მედვედევის არა ოფიციალური შეხვედრა.ძველი ნიცის ფეშენებულურ რესტორანში გამართული სადილი, საოცრად ჰგავდა იალტის კონფერენციის მინიატურას.

"სარკოზიმ სადილზე მედვედევს ჰკითხა: " რა გინდა?", - იტყობინება არფუში. - მედვედევმა თითქოს მოინდომა ევროპაზე გავლენის გავრცელება, რაც პრეზიდენტებმა მაშინვე გააკეთეს. სარკოზიმ მოსკოვს უკრაინა და კავკასია დაუთმო, სამაგიეროდ კი მიიღო რუსეთის დაპირება ა.შ.შ-სთან ურთიერთობების მოგვარებისა და ევროკავშირის საქმეებში ჩაურევლობის შესახებ".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100