RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ა.შ.შ-ი ჩაფიქრდნენ, როგორ შეიყვანონ საქართველო ნატო-ში

21.11.2008  |  09:40

ვაშინგტონში ეძებენ მექნიზმს, რომელიც საშუალებას იძლევა მიიღონ ქვეყანა ნატო-ს ბლოკში, MAP -ის (სამოქმედო გეგმა წევრობისათვის) გარეშე.

1/8/4/84.jpegშემოვლითი გზების ძებნა ამერიკას, პარიზისა და ბერლინის საქციელის გამო უხდება. ბუქარესტის აპრილის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის სამოქმედო გეგმის გადაცემის წინააღმდეგ გამოვიდნენ გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები. ვაშინგტონში მართებულად შიშობენ, რომ ისტორია დეკემბერშიც განმეორდება, როცა იგივე საკითხი წამოიჭრება, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში. ერთერთმა ამერიკელმა დიპლომატმა ანონიმურად მოგვითხრო, თუ რით არის ამჟამად დაკავებული სახელმწიფო დეპარტამენტი.

"ჩვენ რათქმაუნდა ვფიქრობთ საქართველოს ნატო-ში მიღებაs -თქვა მან- მაგრამ საქმე შემდეგში დგომარობს: მოიძებნება კი მექანიზმი, რომელიც მოგვცემს საშუალებას წევრობისთვის სავალდებულო სამოქმედო გეგმის გარეშე მივიღოთ ქვეყანა ბლოკში".

18 ივნისს კაპიტოლიumis გორაკზე გამოსვლისას დენიელ ფრიდმა დაგვაიმედა: ბუშის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ დეკემბერში საქართველო და უკრაინა აუცილებლად უნდა იქნენ ჩართული, წევრობისათვის საჭირო სამოქმედო გეგმაში.

"თუმცა, ბუქარესტში კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა, ალიანსის ლიდერებმა შემაჯამებელ კომუნიკეში განაცხადეს, რომ მომავალში საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან."-შეგვახსენა მან.

მოსკოვი ამგვარმა გულახდილობამ სულაც არ გაახარა. 19 ნოემბერს თავდაცვის მინისტრმა სერდიუკოვმა ანკარის პრესკონპერენციაზე განაცხადა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ძმობა საქართველოს მხოლოდ დაამძიმებს.

"ჩვენ გვაღელვებს საქართველოს ხელისუფლების მიერ სამხედრო პოტენციალის ზრდა და სწრაფვა ქვეყნის ნატო-ში "შეთრევისა". საქართველოს ალიანსისკენ სწრაფვამ შეიძლება გაცილებით უფრო სერიოზული კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს, ვიდრე ეს აgვისტოში მოხდა".

20 ნოემბერს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესცენტრის ხელმძღვანელმა შონ მაკკორმაკმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთს არ აქვს ხმის უფლება ნატო-ში და აქედან გამომდინარე, მისი გადასაწყვეტi არ არის რომელ სახელმწიფოს მიიღებენ ალიანსში და რoმელს არა.

. თბილისში გაიხარეს: სერდიუკოვს ადგილი მიუჩინეს. თუმცა მან ნათლად მიგვანიშნა, რომ რუსეთს ხმის უფლება არც სჭირდება. მოსკოვს ამის გარეშეც საკმარისად აქვს ზემოქმედების ბერკეტები.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100