RSS
на русском en in english
22.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

როგორ იყენებს საქართველო დონორულ მილიონებს

21.11.2008  |  16:27

1/8/6/86.jpegფულის წვიმა საქართველოს გადასარჩენად აგვისტოს კონფლიქტის სავალალო შედეგებისაგან, არ იწურება.პატარა სახელმწიფოსთვის აურაცხელი, დონორი ქვეყნების მიერ გამოყოფილ 4,5 მილიარდი დოლარს. კვალდაკვალ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან 50 მილიონი ევრო მოჰყვა.

ევროკომისიის ასეთი ინიციატივა მან ახლახანს მოიწონა. Day.Az-ის განცხადებით ეს თანხა ეგრეთ წოდებულ თავისუფალ კრედიტს წარმოაგდენს. ანუ მისი დაფარვა არ არის საჭირო წლის განმავლობაში. ის უნდა იყოს მიმართული "საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა ფინანსირებისკენ".ამასთანავე,იგეგმება მთელი თანხის 75%-ის სასწრაფო დახმარებისთვის გამოყოფა.

ოქტომბერში შეპირებულ 4,5 მილიარდ დოლარში შედის 70 მილიონი, რომელიც განვითარების აზიურმა ბანკმა გამოყო, ასეთი გადაწყვეტილება მან ამ კვირაში მიიღო. ამას გარდა, ბანკი აპირებს საქართველოსთან თავისი თანამშრომლობის გამყარებას, ამიტომაც ხსნის ის თავის წარმომადგენლობას ქვეყანაში.

თავისი წვლილი ამერიკულ კორპორაციას "ათასწლეულის გამოწვევა"-საც შეაქვს. დამატებითი 100 მილიონის გამოყოფის შესაბამისი ხელშეკრულება დღეს გაფორმდება. ეს კომპანიის შემდგომი აქციაა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს დახმარების პროგრამით 295,3 მლნ დოლარის ოდენობით.

"2005 წელს საქართველოს მთავრობისა და კორპორაციის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში შედის ცვლილებები, ამ ხერხით ფინანსური დახმარება 395,3 მილიონამდე გაიზრდება", - კორპორაციის განცახდებას ციტირებას უკეთებს სააგენტო Georgia Online.

სხვათა შორის, ევროპული კომისია, რომელმაც საქართველო სამხედრო მოქმედებების დასრულებისთანავე მოინახულა, საუბრობდა მხოლოდ 4 მილიონიან ზარალზე. შემდეგ სხვა ექსპერტებმა ის 2,3 მილიარდ დოლარად შეაფასეს. მოგვიანებით მილიონები მილიარდებად იქცა.

ქართული ოპოზიცია აფორიაქდა, ჟურნალისტები კი ძლიერ დაინტერესდნენ: სად წავა ამდენი ფული? ასეთი თანხა საკმარისი იქნება იმისთვის რომ თითოეულმა მოქალაქემ 1000 დოლარი მიიღოს. ხელისუფლება სხვაგვარად მოიქცა, მან მაშინვე განაცხადა, რომ მთელი 4,5 მილიარდი მიმართული იქნება ლტოლვილების დახმარების, განადგურებული ინფრასტრუქტურისა და სახლების აღდგენისკენ.

ოპოზიციის გაფრთხილებას, რომ ფული სააკაშვილის მმართველობის განმტკიცებას და ქართული ჯარის ხელახალ შეიარაღებას მოხმარდებოდა, ევროკავშირში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში იგნორირება გაუკეთეს. როგორც ჩანს, მათ სერიოზულად მიიღეს მსოფლიო ბანკისა და სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ არა ერთხელ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ თანხების ათვისების პროცესი მკაცრ კონტროლს დაექვემდებარებოდა, ამიტომაც გამორიცხეს მათი არამიზნობრივი გამოყენების შანსი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100