RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

თბილისმა სოჭის ოლიმპიადაზე აღმართა ხელი.

21.11.2008  |  18:10

საქართველომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მიმართა თხოვნით, გადაიტანონ ზამთრის 2014 წლის ოლიმპიადა სოჭიდან უფრო უსაფრთხო ადგილზე.

1/8/7/87.pngსაერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა ემმანუელ მორომ დაადასტურა, რომ ამ სახის მოთხოვნა ორგანიზაციაში შემოვიდა საქართველოს ნაციონალური ოლიმპიური კომიტეტისგან. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ჯერ არავითარ კომენტარს არ აკეთებს. ინიციატორები კი უკვე ხმამაღლა გაჰკივიან.

საკმაოდ მოზრდილ გზავნილში, რომელიც ხელმოწერილია ნაციონალური ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტისა და 16 ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის მიერ, აღნიშნულია, რომ: "მიუხედავად მისი ღირსშესანიშნაობებისა, ქალაქი სოჭი, მდებარეობს ევროპის კონტინენტზე ყველაზე ცხელი წერტილის-აფხაზეთის მახლობლად." ამას გარდა , წერილის ავტორები იუწყებიან, რომ ეს რეგიონი ამჟამად რუსების მიერ არის დაკავებული და მისივე უტყვი მხარდაჭერით, აფხზეთში ჩატარდა ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა."

ოლიმპიადასთან დაკავშირებული სკანდალი ევროკავშირის პარლამენტში თავისთავად მიწყნარდა. საქართველომ ამჯერად გადაწყვიტა ზუსტი მისამართით მიმართოს თხოვნით და მაშინათვე მომხრეებიც იპოვნა. პირველ რიგში, სოჭის ყოფილ კონკურენტებს შორის, ვისაც სურდათ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების უფლება მოეპოვებინათ.

20 ნოემბერს ავსტრიული ზალცბურგის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზად არიან ზამთრის თამაშების გადასარჩენად, თუ კი რუსეთის საკურორტო ქალაქი რაიმე მიზეზის გამო ვერ შეძლებს მის ჩატარებას. ადგილობრივ გუბერნატორს გაბი ბურგშტალლერს ზალცბურგის მთავარი უპირატესობა მოაგონდა: ყველა სპორტული ობიექტი დიდი ხანია უკვე აშენებულია და მზადაა შეჯიბრების ჩასატარებლად.

სოჭში ამ ბოლო დროს არ არის სიმშვიდე,- გამოთქვა საკუთარი "ექსპერტული დასკვნა" ქალბატონმა გუბერნატორმა - ჩეჩენი ბოევიკები იქ ზაფხულში გეგმავდნენ ტერაქტების სერიას. ამსთან ერთად 250 დაგეგმილი ობიექტიდან ქალაქში მხოლოდ 20 შენდება. ჩემი ინფორმაციით რუსეთმა ჯერ კიდევ ვერ იპოვნა მენარდე რამოდენიმე ობიექტის მშენებლობისათვის, მაგალითად როგორებიცაა საციგურაო სტადიონი და რამოდენიმე ათეული სასტუმრო.

სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავკაცმა დიმტრი ჩერნიშენკომ გაოცება გამოხატა და განაცხადა, რომ მშენებლობის მიმდინარეობასთან პრეტენზიები უსაფუძვლოა- ის დაგემილი გარაფიკისა და ბიუჯეტის ფარგლებში მიდის. რუსს უეცარი მხარდაჭერა გამოუცხადა ცნობილმა ავსტრიელმა პოლიტიკოსმა ვილფრიდ ხასლაუერმა:

"უაზრობაა თავი ვიმტვრიოთ ამ პრობლემის გამო,-განაცხადა მან - რუსეთი არ მისცემს საკუთარ თავს უფლებას ამგვარი სირცხვილი იწვნიოს. სოჭში რიგორღაც, მაგრამ ოლიმპიადას მაინც ჩაატარებენ."

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100