RSS
на русском en in english
26.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ვარდების რევოლუცია: თვით დრომ გამოსცადა

24.11.2008  |  13:20

მიხეილ სააკაშვილის მრავალი ყოფილი თანამებრძოლი, ახლა ოპოზიციონერია. ისინი უარყოფითად აფასებენ "ვარდების რევოლუცი"-ის შემდეგ განვლილ წლებს და თვლიან, რომ ეს რევოლუცია შეცდომა იყო. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს რესპუბლიკელთა პარტიის ერთერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა, რომელიც ტელეკომპანიის "კავკასია" ეთერში საუბრობდა უკანასკნელ წლებზე და ვარდების რევოლუციის შედეგებს აანალიზებდა.

მისი აზრით "ვარდების რევოლუცია" ფაქტიურად 2007 წლის 2 ნოემბერს დასრულდა, როცა საქართველოს პარლამენტის შენობასთან, ქეყნის ყველა კუთხიდან ჩამოსული 200 ათასი ადამიანი შიკრიბა.

"ისინი იმის სათქელად მოვიდნენ, რომ მათ არ ეშინიათ სააკაშვილის და უსამართლობას არ შეეგუებიან. ეს სიმართლე სააკაშვილისთვის, ძალიან მძიმე აღმოჩნდა. რადგან მთელი ეს განვლილი წლები ამტკიცებდა, რომ მთელს რეგიონში ერთადერთი, დემოკრატიის იდეის გამტარებელია".-განაცხადა ბერძნიშვილმა. ხოლო 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, მან სააკაშვილის მთავრობის შეშლილი, უცოდინიარი და ბავშვური პოლიტიკის ლოგიკური რეზულტატი უწოდა.

1/8/8/88.jpegლევან ბერძენიშვილის აზრით, 2-7 ნოემბრის მოვლენები პირველი ნაბიჯი იყო შეცდომების დაძლევის გზაზე. შემდეგი ნაბიჯი კი თვით საზოგადოების შეცვლა უნდა გახდეს.

" ბევრ რამეში ჩვენ თავად ვართ დამნაშავე, რომ ყველაფერი ასე მოხდა. ჩვენ ყველამ დავუშვით შეცდომა მაშინ, როცა 2004 წელს 97 პროცენტით მივეცით ხმა მიხეილ სააკაშვილს და ავირჩიეთ ის პრეზიდენტად. ჩვენ პოლიტიკურად ჩამოუყალიბებელი საზოგადოება აღმოვჩნდით, ვინაიდან ყველაფერი რაც ქვეყანაში კეთდებოდა, კეთდებოდა ინერციით. ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს იმისთვის, რომ ინერციით მოძრაობა შევაჩეროთ".-აღნიშნა ბერძენიშვილმა.

მან შეადარა ერთმანეთს სააკაშვილის და შევარდნაძის მიერ ჩატარებული არჩევნები და ხაზი გაუსვა იმას , რომ შედარება სააკაშვილის სასარგებლოდ სულაც არ არის.

"შევარდნაძეც აყალბებდა არჩევნებს, ამაგრამ ამას ჭკვიანურად აკეთებდა. ისე რომ დოკუმენტაციაში ვერაფერს შეედავებოდი. სააკაშვილის დროს, კი ამგვარ "წვრილმანებს" ყურადღებასაც არ აქცევენ".

ბერძენიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ვარდების რევოლუციას შეცდომად თვლის. რადგან მან არ მოიტანა სასურველი რეზულტატი. ხოლო სააკაშვილის მთავრობა, კი რეალურად არ იყო მზად იმ რეფორმების ჩასატარებლად, რომლებიც აუცილებელი იყო დემოკრატიული სახელმწიფოს შესაქმნელად.

"ვარდების რევოლუცია ილუზია, ზღაპარი გამოდგა. და ეს ზღაპარი აუცილებლად კარგად უნდა დასრულდეს".- გამოთქვა იმედი ლევან ბერძენიშვილმა. ცოდინარი და ბავშვური პოლიტიკის ლოგიკურ რეზულტატი უწოდა.

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100