RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რევოლუციის მეხუთე წლისთავი

24.11.2008  |  16:26

საქართველომ კვირას "ვარდების რევოლუციის" მეხუთე წლისათავი აღნიშნა - ქვეყანაში ხელსუფლების "ხავერდოვანი" შეცვლა, რომელმაც პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადაყენება მოიტანა და მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში მოსვლა. "ვარდების რევოლუციის" იუბილეზე თბილისში საქართველოს მეგობარი-ქვეყნების რამდენიმე დელეგაციის სტუმრობას ელიან, იტყობინება სააგენტო "რია ნოვოსტი". კვირას, ასევე გამოვა კანონი ამნისტიის შესახებ, რომელიც 12 ათასზე მეტ მსჯავდებულს შეეხება.

1/9/0/90.jpegრევოლუციური ტალღა დაიწყო 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ოპოზიციური ძალები, ტრიუმვირატის მიხეილ სააკაშვილის, ნინო ბურჯანაძის და ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით - ქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ და მოითხოვეს: ცენტრალურმა სააარჩევნო კომისიამ გააუქმოს არჩევნების შედეგები და აღიაროს ფალციფიცირებულად. რამდენიმე დღეში ოპოზიციის მოთხოვნები გადაიზარდა პრეზიდენტ შევარდნაძის გადაყენების მოთხოვნაში.

განსაკუთრებულად ოპოზიციის პროტესტი გამწვავდა 22 ნოემბერს - ახალი ქართული პარლამენტის სხდომის პირველ დღეს, რომლის ლეგიტიმურობაც ეჭვ ქვეშ დადგა. იმ დღეს ოპოზიციონერები სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ვარდებით ხელში (აქედან წამოვიდა რევოლუციის სახელიც) შეიჭრნენ პარლამენტის შენობაში, შეაწყვეტინეს შევარნაძეს სიტყვა და აიძულეს დეტოვებინა დარბაზი.

23 ნოემბერს შევარდნაძე გადადგა. ანალიტიკოსების შეფასებებით, ასეთი გადაწყვეტილება გარდაუვალი იყო, იმ უწყვეტი მიტინგების ფონზე, რომელიც იმართებოდა რუსთაველის პროსპექტზე, ქვეყნის პარლამენტთან და კრწანისში პრეზიდენტის რეზიდენციის წინ. 100 ათასამდე მომიტინგე თბილისში სიახარულით შეხვდა ინფორმაციას შევარდნაძის გადაყენების შესახებ. მის წასვლას მოყვა პარლამენტის სპიკერის ბურჯანაძის განცხადება, რომელმაც თავის თავზა აიღო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციები, დანიშნა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც გამარჯვება სააკაშვილმა მოიპოვა.

ექპერტების შეფასებებით, შევარდნაძის მმართველობის ბოლოს საქართველო ეკონომიურად მეტად სუსტი სახელმწიფო გახდა და ის კორუფციაში გაითხვარა. ახალი ხელმძღვანელობა სააკაშილის მეთაურობით იბრძოდა ადამიანის უფლებების დასაცავად, იბრძოდა კორუფციასთან და კანონის უზენაესობის პრინციპებს ქაგაგებდა.

სააკაშვილის ერთ-ერთი პირველი დაპირება იყო ქვეყნის შემადგენლობაში აფხაზეთის და ასამხრეთ ოსეთის დაბრუნება. თუმცაღა, მიუხედავათ მთავრობის ცვლილებისა, ძირითადი ლოზუნგები, რომლებსაც ქადაგებდნენ "ვარდების რევოლუციის" მომხრეეები, ლოზუნგებად დარჩა. დემოკრატიული რეფორმების პროგრამა, რომელსაც პირდებოდა სააკაშვილი არ განხორციელდა, ხოლო საქართვლოში სიტუაცია გაუარესდა, შევარდნაძის მმართველობის უკანასკნელ წლებთან შედარებით.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100