RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ახალ ოპოზიციას არ აწყობს ”ვირტუალური ქვეყანა”

24.11.2008  |  17:37

საქართველოს ექს-სპიკერმა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუნდის ერთ-ერთმა ყოფილმა წევრმა ნინო ბურჯანაძემ, კვირას ახალი პოლიტიკური პარტიის "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" ყრილობა ჩაატარა .

დამფუძნებელი ყრილობა დაემთხვა "ვარდების რევოლუციის" მეხუთე წლისთავს, რომლის შედეგადაც 2003 წლის 23 ნოემბერს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა ედუარდ შევარდნაძე, ხოლო ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოვიდა ე.წ. "სამეული" : მიხეილ სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი, ზურაბ ჟვანია - პრემიერ-მინისტრი, ხოლო ნინო ბურჯანაძე - პარლამენტის თავმჯდომარე.

1/9/4/94.jpegზურაბ ჟვანია 3 წლის წინ ტრაგიკულად დაიღუპა, ხოლო ნინო ბურჯანაძე პარლამენტს სათავეში ედგა ამ წლის გაზაფხულამდე. მან მიიღო გადაწყვეტილება მონაწილეობა არ მიეღო მაისის საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ აგვისტოს მოვლენების შემდეგ პასუხისმგებლობა მომხდარზე ქვეყნის ხელისუფლებას დააკისრა და განაცხადა პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე.

ახალი ოპოზიციური პარტიის დამფუძნებელ ყრილობას 2000 დელეგატზე მეტი ესწრებოდა , ხოლო სტუმრების რანგში - საქართველოში აკრედიტირებული დიპკორპუსის წარმომადგენლები იყვნენ. ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძე დაამტკიცა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას. "23 ნოემბერი - ეს წმინდა და ნათელი დღეა საქართველოსთვის, ეს წმინდა გიორგის დღესასწაულია. მაგრამ დღეს ეს სევდიანი დღეცაა : საქართველოში მრავალი ოჯახი, რომელმაც აგვისტოს მოვლენების გამო ახლობლები დაკარგა, თავის ტრაგედიას განიცდის და 23 ნოემბერი - ეს არის დღე, როდესაც 5 წლის წინათ ხალხი გამოვიდა ქუჩაში, იმისათვის, რათა ახალი ხელისუფლებისათვის დაეჭირათ მხარი, რომელიც პირობას დებდა აღედგინა ტერიტორიული მთლიანობა და ღირსეული დემოკრატიული საზოგადოება ჩაოეყალიბებინა. ამის ნაცვლად, საზოგადოებამ ხუთ წელიწადში მიიღო მძიმე რეალობა : ჩვენ წავაგეთ ომი, დავკარგეთ ჩვენი მიწები, გვყავს ასობით დაღუპული და ასევე ვკარგავთ ნდობას და პატივისცემას ხელისუფლებისადმი მთელს მსოფლიოში" , - განაცხადა ბურჯანაძემ გამართულ ყრილობაზე. მისი თქმით "თუკი ახლა არ ვიმოქმედებთ აქტიურად, საქართველო ისევ დადგება დიდი საფრთხის წინაშე".

ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარი მიზანი უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში იყო ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან მიერთება და ევროპულ საზოგადოებასთან ინტეგრაცია. "მხოლოდ ამ სტრუქტურებში შეძლებს საქართველო მიაღწიოს დემოკრატიულ განვითარებას და უსაფრთხოებას. მაგრამ ჩვენ დღეს ვხედავთ, უკან გადადგმულ ნაბიჯებს თითქმის ყველა მიმართულებით" - განაცხადა ბურჯანაძემ. "მიუხედავად იმისა, რაც მოხდა, ხელისუფლება ცინიკურად აცხადებს, რომ ჩვენ აგვისტოს მოვლენებში გამარჯვებულები ვართ, ხელისუფლებას არ ყოფნის გამბედაობა აღიაროს ეს დიდი მარცხი და რეალობის ნაცვლად ჩვენ ტელევიზიებით ვხედავთ ლამაზ ვირტუალურ ქვეყანას", - განაცხადა ახალი პარტიის ლიდერმა და მოუწოდა თავის თანამოაზრეებს იზრუნონ ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიან შეცვალაზე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100