RSS
на русском en in english
29.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რეფორმატორები იუბილეს აღნიშნავდნენ, თბილისელები - გიორგობას

25.11.2008  |  10:14

1/9/5/95.jpegსაქართველომ აღნიშნა "ვარდების რევოლუციის" მეხუთე წლისთავი (ინცინდენტი სამხრეთ ოსეთის საზღვართან საღამოს მოხდა). ამინდმა გაამართლა : თბილოდა და მზიანი დარი იყო. თუმცაღა თბილისელების უმრავლესობა ნათესავებთან სოფელში გაემგზავრა სხვა მიზეზით - ძველი ტრადიციისა მიხედვით წმ. გიორგის დღის ნათესავების წრეში აღსანიშნად (ის სახელმწიფო დღესასწაულს ემთხვევა).

ამასობაში, ხელისუფლებამ ახალი ტრადიციისამებრ, რამდენიმე PR -აქცია მოაწყო. შარდენის ქუჩაზე, სადაც ყოველ საღამოს ხალხი იკრიბება, რათა სამყაროს დაენახოს და თავადაც ნახოს, სტუდენტებმა კონცერტი მოაწყვეს "ჩვენ ვაშენებთ სახლს". შემოსული თანხების ლტოლვილთა კეთილდღეობაისათვის მოახმარდებას გეგმავენ. იმავე მოედანზე მოსული მცირე რიცხოვანი ხალხის "ანთებას" ცდილობდნენ ახალგაზრდა მუსიკოსები ... " დღესასწაული უნდა იყოს სულში, ყველაფერი კი ძალზედ სევდიანია ", - გავიგონე რამდენიმე მეგობრისაგან, რომელთაც დავურეკე გიორგობის მისალოცად.

მეორე წელიწადია სადღესაწაულო თარიღი (რევოლუციის დაბადების დღე) დამწუხრებულია რთული შიდა პოლიტიკური ვითარებით. გასული წლის ნოემბერში, საქრთველო 9 დღე საგანგებო მდგომარეობის პირობებში ცხოვრობდა, რომელიც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შემოიღო ოპოზიციის მიტინგის დარბევის შემდეგ. დღეს სიტუაცია უფრო გართულდა: აგვისტოს მოვლენებიდან სამი თვის შემდეგ, ხელისუფლებას სულ უფრო უჭირს დაარწმუნოს თანამემამულეები საბრძოლო ტრიუმფში.

დღესასწაულის წინა დღეს ხალხისადმი მიმართვაში სააკაშვილმა აღიარა, რომ "ამ წლების განმავლობაში, ქვეყნის ხელმძღვანელობამ ვერ მოახერხა ყველა იმედის გამართლება". გამართლება მიხეილ ნიკოლოზის ძის აზრით, ამასაც მოეძებნება. "იმედები ყოველთვის აჭარბებს შესაძლებლობებს", - გვარწმუნებს ის. როგორც ლოცვა ისე გაიმეორა: "უმთავრესი მონაპოვარი - ამ წლების განმავლობაში საქართველო შედგა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო". და შემდგომ: ახლა საქართვლოს ორი მტერი ყავს - "სიღარიბე და რუსეთი". დასასრულს კი ერთიანობისაკენ მოუწოდა საზოგადოებას ოღონ რუსეთთან თუ სიღარიბესთან საბრძოლველად ბოლომდე ვერ გავარკვიეთ : "რუსულმა აგრესიამ გააუარესა და გაართულა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივები და ჩვენს ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიაყენა. დღეს ჩვენ ისე, როგორც არასდროს უნდა ვიყოთ ფრთხილნი, მომთმენნი, ერთიანნი და შევინარჩუნოთ მომავლის რწმენა",- ციტირებას უკეთებს სააკაშვილს ინტერნეტ მედია პორტალი «Kavkazskiy Uzel».

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100