RSS
на русском en in english
11.12.2016
არხივი სტატიები
სტატიები

სამხრეთ ოსეთი ტერიტორიული მთლიანობით დაკავდა.

25.11.2008  |  10:17

თბილისისთვის საყვარელი გამოთქმები, სამხრეთ ოსეთში ადვილად ამახსოვრდებათ. ახლა ოსები აქტიურად ალაპარაკდნენ ტერიტორიულ მთლიანობაზე და ოდინდელ მიწებზე.

1/9/6/96.jpegპირველი მერცხალი პერევი აღმოჩნდა. ეს სასზღვრო სოფელი, რუქის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ სამხრეთ ოსეთი მას თავისად მიიჩნევს.ამიტომაც ის გახდა განხეთქილების მიზეზი. მანამდე საქართველო დაჟინებით მოითხოვდა რუსეთს გაეყვანა ამ სოფლიდან ჯარები. თვის დასაწყისში კი თბილისში განაცხადეს, რომ პერევში რუსეთის ჯარი "ოსმა სეპარატიტებმა" შეცვალეს.

საბოლოო ჯამში, საქართვრთველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღშფოთება გამოხატა და რუსეთი ეთნოწმენდისთვის ხელის შეწყობაში დაადანაშაულა. ამასთან ერთად საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით ეუთო-ს და ევროკავშირს მოუწოდა, ჩაერიონ სიტუაციაში.

სამხრეთ ოსეთის პასუხი მოულოდნელი არმოჩნდა.

ჩვენი ჯარები არასოდეს გადასულან საქართველოს საზღვარს და იმყოფებიან მხოლოდ იმ დასახლებულ პუნქტებში, რომლებიც მდებარეობენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე- გვამცნო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილემ იბრაგიმ გასეევმა.- საქართველო ისევ უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს. სოფელ პერევში მართლაც დგას პოსტი, ხე-ტყის უკანონო გადაზიდვის აღსაკვეთად. მაგრამ თავად სოფელი რესპუბლიკის ჯავის რაიონის შემადგენლობაშია, რომელთანაც ქართულ მხარეს არანაირი შეხება არ აქვს. საქართველო საერთოდ აიბნა საკუთარ საზღვრებთან დაკავშირებით"

ამას, სრული კარტოგრაფიული არეულობა მოჰყვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უპასუხეს, რომ პერევი ყოველთვის საჩხერის რაიონში შედიოდა და სამხრეთ ოსეთთან კავშირი არ აქვს. მოგვიანებით სამხრეთ ოსეთის ბეჭდვითი სიტყვის სამინისტროს ხლემძღვანელმა ირინა გაგლოევამ შემდეგი სახით განმარტა სირტუაცია:

"არსებობს ორი სოფელი ერთნაირი სახელწოდებით- ერთი საქართველოს ტერიტორიაზეა, მეორე ჩვენსაზე. ჩვენ არ ვცხადებთ არანაირ პრეტენზიას ქართულ სოფელზე და არავითარი ეთნოწმენდის ჩატარებას არ ვაპირებთ. საერთოდ ეს ჩვენი სტილი არ არის. ოსურ პერევში კი შეყვანილია სამხედრო ქვედანაყოფები-სამხრეთ-ოსეთი საქართველოსთან საზღვრბს აძლიერებს".

"საიდან გაჩნდა იქ ორი სოფელი პერევი?-გაოცდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტაგრაციის დარგში თემურ იაკობაშვილი.- ოდითგანვე ერთი იყო, ჩაიხედეთ ნებისმიერ რუქებში. ქალბატონი გაგლოევა შეიძლებოდა, რომ აბნეულიყო, იმიტომ რომ რეგიონში ბევრი სასაცილო დასახლებაა. მთავრდება ქართული სოფელი და იწყება ოსური, ან პირიქით".

 

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100