RSS
на русском en in english
22.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

”ღალატის ხელოვნება”-ს გასამართლებას უპირებენ

25.11.2008  |  11:10

1/9/7/97.jpegფილმი "ომი 08.08.08. ღალატის ხელოვნება" თვალში არ მოუვიდა უკრაინის ნაციონალისტურ ორგანიზაციას UNA-UNSO. სტეპან ბანდერას თაყვანისმცემლები აპირებენ სასამართლოს საშუალებით გააქარწყლონ ინფორმაცია, რომელიც ამ კინოფილმში გახმოვანდა.

განგიმარტავთ, რომ ფილმის ერთერთ ეპიზოდში კადრში ჩანს კიევის ნაციონალისტური ორგანიზაციის ლიდერი იგორ მაზური. სადაც ის საქართველოს გულითად მხარდაჭერას გამოხატავს და გამოთქვამს სურვილს მოძმე რესპუბლიკაში მოხალისეების გაგზავნისა. 20 ნოემბერს მის ნათქვამს უარყოფდა ნაციონალისტების ლიდერი იური შუხევიჩი.(იხ.ფოტოზე)

"უკრაინა როგორც ორგანიზებული ძალა არ ღებულობდა მონაწილეობას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, აგვისტოში განვითარებულ საომარ მოქმედებებში.-განაცხადა მან.- УНА-УНСО-ს თავის მხრივ არავინ გაუგზავნია საქართველოში".

ფილმმა "ღალატის ხელოვნება" სრულიად მოსალოდნელი ეფექტი მოახდინა. პირველი საქართველომ დაასვა დამღა, პროპაგანდისტული და სიცრუით აღსავსე. შემდეგ უკრაინის ჯერი დადგა. ჩვენება, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისის ხელმძღვანელმა ვალერი კონოვალიუკმა ჩაიფიქრა, ჩაშალეს.(ეს კომისია უკრაინული იარაღის საქართველოში გაყიდვის დეტალებს იძიებს) შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა აკრძალა ფილმის დემონსტრიერაბა, მიზეზად ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოებისთის მავნეობა დაასახელეს. დეპუტატ კონოვალიუკს ოფიციალურად აფრთხილებდნენ: "შესაძლო პასუხისმგებლობის შესახებ, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურების ხელშეწყობით მომზადებული ინფორმაციის გავრცელებისათვის, რომელიც ხელს უწყობს განხეთქილების გაღრმავებას რუსეთ-უკრაინას შორის"

მთავარი ნაციონალისტი შუხევიჩი კიდევ უფრო მკაცრი იყო:"ის რაც კონოვალიუკმა გააკეთა, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა და სხვა არაფერი. რაც საქართველო-რუსეთის ომი დაიწყო, ყველა ხერხით უნდოდათ უკრაინის კონფლიქტში ჩათრევა. რისი მთავარი მიზეზიც რუსეთის სწრაფვაა, აღადგინოს იმპერია".

დეპუტატის ანტიპატრიოტული ქმედების გამო სპეციალური პრესკონფერენციაც კი მოიწვიეს UNA-UNSO-ში. კონოვალიუკი გალანძღეს, როგორც შეეძლოთ: მოღალატე,"გველი, რუსეთის აგენტი და საერთოდაც ებრაელი". ფილმმა კი ასეთი შეფასება დაიმსახურა:" ბოდვა, მონტაჟი და თავის დოკუმენტალისტებად გასაღება. ყოველივე ეს რუსეთის ფსიქოლოგიურ-საინფორმაციო ომის გაგრძელებაა უკრაინის წინააღმდეგ. ის მოქმედებს ჯიქურ, ძალდატანებით ისე როგორც ობობა, მორიელი, გველი......."

განუმარტეს რა დეპუტატს, რას წარმოადგენს ის, კონფერენცია შეუდგა სხვა საჭირბოროტო საკითხის გადაჭრას. როგორ აისხლიტონ რუსეთის აგრესია უკრაინის მისამართით. რუსეთის შეტევის გეგმაც კი იყო წარმოდგენილი.სამშობლოს ყველა მხრიდან დაარტყამენ,სატანკო არმიები ლუგანსკზე და ჩერნიგოვზე წავლენ შეტევით, ბელორუსიის მხრიდან კი ჯარების განსაკუთრებული ნაწილი დაარტყამს, რომელიც მოწოდებული იქნება კიევის ასაღებად.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100