RSS
на русском en in english
26.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ჩეხეთის პრემიერ მინისტრი ”რუსეთი ოკუპაციის” საწინააღმდეგო აგიტაციას ეწევა

26.11.2008  |  14:00

1/0/1/101.jpeg"დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფლება, მაგრამ არ გვაქვს გამბედაობა ის დავიცვათ - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მირეკ ტოპოლანეკმა ოფიციალურ მიტინგზე პრაღაში.- როგორც კი მოსკოვი აიღრინა, მაშინვე ყველამ უარი თქვა ჩეხეთში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსებაზე".

" ეს ან საბჭოთა ოკუპაციის დაბრუბების შიშია, ან ქვეცნობიერი სურვილი რუსული ბატონობის ქვეშ დაბრუნებისა - განავრცო აზრი კაბინეტის თავმჯდომარემ. ჩეხეთისათვის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე უარის თქმა, 1947 წლის მარშალის გეგმაზე უარის თქმის ტოლფასია. მაშინ ამან ჩვენ საბჭოთა გავლენის ზონაში მიგვიყვანა".

რუსული ოკუპაციის აცილების იდეა, ძირითადი არგუმენტი გახდა ჩეხეთში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განთავსების სასარგებლოდ. აგვისტოს დასაწყისიდან პრემიერ მინისტრი მოუწოდებს ამერიკულ რადარებს დაიფარონ რუსული ტანკებისაგან. ის ძალზედ გაკვირვებულია, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არ რეაგირებს "აღმოსავლეთიდან საფრთხეზე".

ტოპოლანეკმა თვითონ ვერ შეამჩნია, როგორ ადიდა მოსკოვი. რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის წინააღმდეგ ჩეხეთის მოსახლეობის ორი მესამედი გამოდის. თუკი მათ ყველას ენატრებათ ოკუპაცია, ეს ნიშნავს, რომ თავისუფლებას და დემოკრატიას, რუს დესპოტს ამჯობინებენ.

რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მოწინააღმდეგები, პრემიერის არგუმენტებმა განაცვიფრა.

"ტოპოლანეკი რაღაც უცნაურად აფასებს თავის ამომრჩევლებს, თუკი ფიქრობს, რომ ჩეხების ორ მესამედს ან ეშინია რუსეთის, ანდა ოცნებობს რუსეთის ფრთის ქვეშ დაბრუნებას, - განაცხადა ანტისაომარი მოძრაობის Nenasili-ის ლიდერმა იან ტამაშმა. - ჩვენ არ გამოვდივართ არც რუსეთის და არც ა.შ.შ-ს წინააღმდეგ, მაგრამ ავანტიურა აღმოსავლეთევროპის სისტემასთან (PRO) მოუტანს ზიანს როგორც რუსეთს, ასევე ამერიკელებსაც და თვითან ჩეხებსაც".

ამას საერთოდ არ ეთანხმება ექს-პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი. ის გამოვიდა ტოპოლანეკის მხარდასაჭერად და ირწმუნებოდა, რომ მოსკოვი კვლავაც ემზადება პრაღის ასაღებად.

"რუსულ ოკუპაციას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხა ფორმები, - გაფრთხილებას იძლევა ჰაველი. - საომარი, ისეთი, როგორიც გასულ ზაფხულს ჰქონდა საქართველოში, ასევე ეკონომიკური და პოლიტიკური. ასეთ პირობებში მთავარი საფრთხე დასავლეთისათვის მომდინარეობს დათმობების პოლიტიკიდან, რაც სინამდვილეში წარმოადგენს უუნარობას გამოავლინო და შეაჩერო ბოროტება. საჭიროა ვიყოთ ფხიზლად და არ მივცეთ თავის შეშინების უფლება. მე თანახმა ვარ უკრაინის, საქართველოს და ბელორუსიის ნატოში შესვლაზეც კი, როდესაც ის რეჟიმისგან გათავისუფლდება".

მას ბოლომდე ეთანხმება ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი. მან განაცხადა, რომ მლუკაშენკოს ოსკოვი ცდილობს ეტონეთში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობა წარსულის ტყვეობაში დატოვოს. აშკარად ესტონეთის დემოკრატიის წინააღმდეგ ხელისშემშლელი მოქმედებებისათვის.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100