RSS
на русском en in english
26.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

კიწმარიშვილი: 2008-ის აგვისტოს მოვლენები 2004-დან აღმოცენდა

27.11.2008  |  09:33

1/0/3/103.jpegაგვისტოს ომის მიზეზები 2004 წლის მოვლენებში, ქმედებებში და საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებში უნდა ვეძებოთ, განაცხადა საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთის ფედერეციში ეროსი კიწმარიშვილმა, აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომაზე.

კომისიის სხდომა ძალიან დაძაბული ფორმატით მიმდინარეობდა და სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. სხდომის დაწყების წინ დეპუტატებმა კიწმარიშვილს ტელეეთერისათვის და პრეს-კონფერენციისათვის პოლიტიკური განცხადებებისგან თავის შეკავება და მხოლოდ ფაქტებით საუბარი ურჩიეს. ყოფილი ელჩის პასუხები არა ერთხელ შეწყდა დეპუტატების გრძელი კომენტარებით და პროუცნაური კითხევბით, რამაც მოპასუხის პროტესტი გამოიწვია.

ეს შენიშვნები სხდომის განმავლობაში არაერთხელ განმეორდა, თუმცა კიწმარიშვილი ამტკიცებდა, რომ ყვება მხოლოდ იმას რისი მონაწილეც პირადად იყო და იმ საუბრებზე რომლებშიც თავად მონაწილეობდა.

როგორც კიწმარიშვილმა აღნიშნა საქართველოს რევოლუციური ხელისუფლების პირველი შეცდომა 2004 წლის დასაწყისში რუსეთიდან მაშინდელი ელჩის ზურაბ აბაშიძის გამოწვევა იყო. მის მაგივრად კი სააკაშვილის ჯგუფის წევრი კოტე კემულარია დაინიშნა.

„ საქართველოს ელჩების ცვლა რუსეთში რეგულარულად, ექვს თვიანი ინტერვალებით ხდებოდა", - აღნიშნა კიწმარიშვილმა.

მისი სიტყვებით რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირების მცდელობები არაერთხელ იყო. პირველი ასეთი მცდელობა სააკაშვილი-პუტინის შეხვედრა იყო, რომლის ორგანიზებაშიც კიწმარიშვილი,როგორც საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მონაწილეობდა. „ამ შეხვედრის შემდეგ მასში მოანაწილე სააკაშვილმა და ოქრუაშვილმა მიამბეს (მე შეხვედრაში არ ვმონაწილეობდი), რომ პუტინი აფხაზეთის პრობლემის გადასაჭრელად ჯერ მზად არ არის, მაგრამ თანახმაა ფართო მასშტაბიანი მოლაპარაკებები დაიწყოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირებაზე", - განაცხადა კიწმარიშვილმა, მაგრამ აღნიშნა, რომ აჭარაში (მხედველობაში ჰქონდა ვარდების რევოლუცია და ასლან აბაშიძის განდევნა) ამის შემდეგ განვითარებული მოვლენები რუსეთისათვის საქართველოს კონფლიქტებზე ვაჭრობის განახლების საფუძველი გახდა.

მისი ინფორმაციით აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის მიმართულებით მუშაობა დაიწყო, კერძოდ კი კოკოითის დამუშავება, რომ რამდენიმე მილიონის სანაცვლოთ ამ უკანასკნელს საქართველოს ხელისუფლებისათვის მმართველობა დაეთმო.

კოკოითთან ამ მოლაპარაკებებს კიწმარიშვილის თქმით ირაკლი ოქრუაშვილი აწარმოებდა. მათ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა საპრეზიდენტო რეზიდენციში შავნაბადაზე, ერთობლივი ნადირობისას. ეს მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონტრაბანდაზე გაძლიერებული „ბრძოლის"დაწყების, გზების აფეთქების და ცხინვალის რეგიონში სიმაღლეების დაპყრობის შემდეგ შეწყდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100